არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

 ნაწილი 3

როგორ მოვაგვაროთ პრობლემები

როგორ მოვაგვაროთ პრობლემები

„გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტრე 4:8).

როდესაც ოჯახს ქმნით და ცხოვრებას მეუღლესთან ერთად იწყებთ, პრობლემებიც თავს იჩენს. პრობლემების მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ განსხვავებულად ფიქრობთ, განსხვავებული გრძნობები გეუფლებათ და განსხვავებულად უდგებით ამა თუ იმ საკითხს. პრობლემები შეიძლება გარეშე ფაქტორებისა თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამოც შეიქმნას.

შესაძლოა ასეთ დროს რეალობისგან გაქცევა გსურთ, მაგრამ ბიბლია გვირჩევს, რომ თვალი გავუსწოროთ სირთულეებს (მათე 5:23, 24). თუ ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელებთ, პრობლემებს საუკეთესოდ მოაგვარებთ.

 1 იმსჯელეთ

ბიბლიის თვალსაზრისი: „ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . [არის] ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 7). გამოყავით დრო პრობლემებზე სამსჯელოდ. იყავით გულწრფელი მეუღლესთან და არ დაუმალოთ, რას გრძნობთ და რას ფიქრობთ არსებულ პრობლემაზე. ყოველთვის ჭეშმარიტება ელაპარაკეთ თქვენს მეორე ნახევარს (ეფესოელები 4:25). ემოციები რაც არ უნდა მოგეძალოთ, ყველანაირად ეცადეთ, რომ თქვენი საუბარი ჩხუბში არ გადაიზარდოს. მშვიდად ლაპარაკი ხელს შეუწყობს წყნარ მსჯელობას და არ ჩაებმებით ხელჩართულ ბრძოლაში (იგავები 15:4; 26:20).

მაშინაც კი, თუ განსხვავებული აზრი გაქვთ, მადლიანი სიტყვებით ესაუბრეთ ერთმანეთს და არასოდეს დაგავიწყდეთ სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა (კოლოსელები 4:6). ყველანაირად ეცადეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ პრობლემა. ნუ გაებუტებით ერთმანეთს (ეფესოელები 4:26).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • დრო გამოყავით პრობლემაზე სამსჯელოდ.

  • როდესაც მეუღლეს უსმენთ, ეცადეთ, რომ საუბარი არ შეაწყვეტინოთ. ლაპარაკის საშუალება თქვენც მოგეცემათ.

 2 მოუსმინეთ და გაუგეთ

ბიბლიის თვალსაზრისი: „სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10). ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად გულისყურით უსმენთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრს. ეცადეთ, გაუგოთ მას და მის შეხედულებას გულისხმიერებითა და თავმდაბლობით მოეკიდოთ (1 პეტრე 3:8; იაკობი 1:19). ისე ნუ მოაჩვენებთ თავს მეუღლეს, რომ თითქოსდა უსმენთ. თუ შესაძლებელია, რასაც აკეთებთ, გვერდზე გადადეთ და მთელი ყურადღება მას დაუთმეთ ან უთხარით, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებთ. თუ მეუღლეში თქვენივე გუნდის წევრს ხედავთ და არა მეტოქეს, სწრაფად არ გაუნაწყენდებით (ეკლესიასტე 7:9).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • საღი აზრი ნურც მაშინ გიღალატებთ, როცა მეუღლე არასასიამოვნო რამეს გეუბნებათ.

  • ცალკეულ სიტყვებს კი ნუ გამოეკიდებით, ნათქვამის არსს ჩასწვდით. მხედველობიდან არც მეუღლის ხმის ტონი და ჟესტიკულაცია გამოგრჩეთ.

3 სიტყვა საქმედ აქციეთ

ბიბლიის თვალსაზრისი: „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა, ცარიელ ლაპარაკს კი სიდუხჭირე მოაქვს“ (იგავები 14:23). რაიმეზე შეთანხმება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოგვარდა. მთავარია, მიღებული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანოთ. შეიძლება ეს დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ნამდვილად ღირს ამად (იგავები 10:4). თუ ერთი გუნდი იქნებით, გარჯის სანაცვლოდ „კარგ საზღაურს“ მიიღებთ (ეკლესიასტე 4:9).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • დაფიქრდით, რა ნაბიჯების გადადგმა გმართებთ თითოეულ თქვენგანს პრობლემის მოსაგვარებლად.

  • დროდადრო იმსჯელეთ, რა მხრივ გაუმჯობესდით.

გაიგეთ მეტი

გამოიღვიძეთ!

როგორ გავხდეთ კარგი მსმენელი?

ყურადღებით მოსმენა მექანიკურად მოსმენას არ გულისხმობს. ეს უბრალოდ ჩვევა კი არ უნდა იყოს, არამედ ამისკენ მეუღლის სიყვარული უნდა აღგძრავდეთ. გაიგეთ, როგორ უნდა გახდეთ კარგი მსმენელი.

გამოიღვიძეთ!

როგორ მოვერიდოთ შეურაცხმყოფელ საუბარს

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ შეურაცხმყოფელი საუბრების გამო თქვენს ქორწინებას საფრთხე ემუქრება?

გამოიღვიძეთ!

როგორ გადავეჩვიოთ გაბუტვას

რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ცოლ-ქმარი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან და რა დაეხმარება მათ გამოსავლის პოვნაში?