წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

 ნაწილი 4

როგორ ვხარჯოთ ყაირათიანად

როგორ ვხარჯოთ ყაირათიანად

„გეგმები რჩევით განმტკიცდება“ (იგავები 20:18).

ოჯახური საჭიროებებისთვის ფული ყველას გვჭირდება (იგავები 30:8). ბიბლიაშიც ვკითხულობთ, რომ ფული იცავს კაცს (ეკლესიასტე 7:12). შეიძლება გიჭირთ ფინანსებზე საუბარი, მაგრამ არ დაუშვათ, რომ ფულის გამო ოჯახში პრობლემები შეგექმნათ (ეფესოელები 4:32). ცოლ-ქმარი ერთმანეთს უნდა ენდობოდეს და ფულის ხარჯვისას ერთმანეთთან თანამშრომლობდეს.

 1 დაგეგმეთ

ბიბლიის თვალსაზრისი: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად?“ (ლუკა 14:28). ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად დაგეგმოთ, რაში დახარჯავთ ფულს (ამოსი 3:3). ერთად გადაწყვიტეთ, რა გჭირდებათ და რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ (იგავები 31:16). თუ ჯიბეში ფული გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც უნდა დახარჯოთ. ვალი არ დაიდოთ; მხოლოდ ის თანხა დახარჯეთ, რაც ხელთ გაქვთ (იგავები 21:5; 22:7).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • თუ თვის ბოლოს თანხა მოგრჩებათ, ერთად იმსჯელეთ, რაში გამოიყენებთ.

  • თუ ფინანსურად გიჭირთ, ხარჯების შესამცირებლად კონკრეტული გეგმა შეადგინეთ. მაგალითად, კაფეში ან რესტორანში ჭამის ნაცვლად, სახლში მომზადებული კერძები მიირთვით.

 2 იყავით გულწრფელი და რეალისტი

ბიბლიის თვალსაზრისი: „მხოლოდ იეჰოვას წინაშე კი არ ვაკეთებთ ყველაფერს პატიოსნად, არამედ ადამიანთა წინაშეც“ (2 კორინთელები 8:21). იყავით გულწრფელი და არ დაუმალოთ თქვენს მეორე ნახევარს, თუ რამდენს გამოიმუშავებთ და რამდენს ხარჯავთ.

სანამ რაიმე მნიშვნელოვანს შეიძენთ, გაიგეთ მეუღლის აზრი (იგავები 13:10). თუ ბიუჯეტს ერთად განკარგავთ, მეუღლესთან მშვიდობას შეინარჩუნებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი შემოსავალი არა მხოლოდ პირადი, არამედ ოჯახის შემოსავალია (1 ტიმოთე 5:8).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • შეთანხმდით, რა რაოდენობის თანხის დახარჯვა შეგიძლიათ წინასწარი შეთანხმების გარეშე.

  • ფულზე მანამდე ისაუბრეთ, ვიდრე პრობლემა იჩენს თავს.

გაიგეთ მეტი

შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ ფინანსებთან და ვალების გადახდასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში?

ფულით ვერ იყიდით ბედნიერებას, მაგრამ ეს ოთხი ბიბლიური პრინციპი დაგეხმარებათ თქვენი ფინანსური პრობლემების გადაჭრაში.

როგორ ვაკონტროლოთ ხარჯები

მანამ, სანამ მთელ ფულს დახარჯავთ, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეცვალოთ ფულისადმი თქვენი დამოკიდებულება.

უნდა ვისესხო ფული?

ბიბლიური სიბრძნე დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.