წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

 ნაწილი 9

რა უნდა გააკეთოთ, რომ უფრო მეტი კმაყოფილება მოგიტანოთ ოჯახურმა შესწავლამ

რა უნდა გააკეთოთ, რომ უფრო მეტი კმაყოფილება მოგიტანოთ ოჯახურმა შესწავლამ

„თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის . . . შემქმნელს“ (გამოცხადება 14:7).

ამ ბროშურიდან დავინახეთ, რომ ბიბლიაში ჩაწერილი უამრავი პრინციპი საუკეთესო დახმარებას გაგიწევთ როგორც თქვენ, ისე თქვენს ოჯახს. იეჰოვას თქვენი ბედნიერება სურს. ის გვპირდება, რომ თუ მისადმი თაყვანისცემას ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილს დავუთმობთ, სხვა დანარჩენი შეგვემატება (მათე 6:33). ღმერთს ნამდვილად სურს, რომ დაუმეგობრდეთ. ყოველი ღონე იხმარეთ მასთან დასამეგობრებლად. ამქვეყნად ღმერთთან მეგობრობაზე დიდი პატივი არ არსებობს (მათე 22:37, 38).

 1 გაიღრმავეთ იეჰოვასთან ურთიერთობა

ბიბლიის თვალსაზრისი: იეჰოვა ამბობს: „მე ვიქნები თქვენი მამა, თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით“ (2 კორინთელები 6:18). ღმერთს უნდა, რომ თქვენ მისი მეგობარი გახდეთ. ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც ღმერთს ვუახლოვდებით, ლოცვაა. იეჰოვა მოგვიწოდებს: „განუწყვეტლივ ილოცეთ“ (1 თესალონიკელები 5:17). მას მთელი გულით სურს, რომ თქვენი ფიქრები და საწუხარი გაუზიაროთ (ფილიპელები 4:6). როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად ლოცულობთ, ისინი ხედავენ, რომ ღმერთი თქვენთვის რეალური პიროვნებაა.

თქვენ ღმერთს მხოლოდ კი არ უნდა ესაუბროთ, არამედ უნდა მოუსმინოთ კიდეც. იეჰოვას მოვუსმენთ, თუ შევისწავლით მის სიტყვასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს (ფსალმუნი 1:1, 2). იფიქრეთ ნასწავლზე (ფსალმუნი 77:11, 12). ღვთის მოსმენაში ისიც იგულისხმება, რომ ყოველთვის დაესწროთ კრების შეხვედრებს (ფსალმუნი 122:1—4).

ღმერთთან ურთიერთობის გასაღრმავებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება სხვებთან მის შესახებ საუბარია. რაც უფრო ხშირად ისაუბრებთ იეჰოვაზე, მით უფრო დაუახლოვდებით მას (მათე 28:19, 20).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ყოველდღე გამოყავით დრო ბიბლიის კითხვისა და ლოცვისთვის.

  • გართობასა და დასვენებაზე წინ სულიერი საქმეები დააყენეთ.

2 დატკბით ოჯახთან ერთად თაყვანისცემით

ბიბლიის თვალსაზრისი: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). მიჰყევით ოჯახური თაყვანისცემის პროგრამას და ეცადეთ, რომ თაყვანისცემის საღამო რეგულარულად ჩაატაროთ (დაბადება 18:19). თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაჩვენოთ, რომ ღვთის მსახურები ვართ. განუმტკიცეთ თქვენი ოჯახის წევრებს ღმერთთან ურთიერთობა და ესაუბრეთ მათ „სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:6, 7). მიზნად დაისახეთ, რომ მიჰბაძოთ იესო ნავეს ძეს, რომელმაც თქვა: „მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით“ (იესო ნავეს ძე 24:15).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • შეიმუშავეთ ისეთი სასწავლო პროგრამა, რომელშიც თქვენი ოჯახის თითოეული წევრის ინტერესი იქნება გათვალისწინებული.

გაიგეთ მეტი

რა არის ოჯახური თაყვანისცემა?

გაიგე, როგორ ეხმარება ოჯახური თაყვანისცემა ოჯახებს ღმერთთან დაახლოებაში და ოჯახური კვანძების განმტკიცებაში.

რის გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის

ქმრებს, ცოლებს, მშობლებსა და შვილებს შეუძლიათ მიჰბაძონ იესოს სიყვარულის გამოვლენაში. რას ვსწავლობთ იესოსგან?