წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

 ნაწილი 8

განსაცდელის პირისპირ

განსაცდელის პირისპირ

„დიდად ხარობთ, თუმცა ცოტა ხნით უნდა დამწუხრდეთ კიდეც სხვადასხვა განსაცდელის გამო“ (1 პეტრე 1:6).

თქვენ შესაძლოა ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ბედნიერი ოჯახი გქონდეთ, მაგრამ თავზარდამცემმა მოულოდნელობამ შეიძლება სიხარული წაგართვათ (ეკლესიასტე 9:11). როცა სირთულეებს ვხვდებით, მოსიყვარულე ღმერთი ზრუნვას არ გვაკლებს და გვეხმარება. თუ ქვემოთ მოცემული ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელებთ, თქვენ და თქვენი ოჯახი დიდ სიძნელეებსაც კი გაუმკლავდებით.

 1 მიენდეთ იეჰოვას

ბიბლიის თვალსაზრისი: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ სიძნელეების მიღმა ღმერთი არ დგას (იაკობი 1:13). თუ მას დაუახლოვდებით, ის საუკეთესო დახმარებას აღმოგიჩენთ (ესაია 41:10). წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „გული გადმოუღვარეთ მას“ (ფსალმუნი 62:8).

ნუგეშს მაშინაც პოვებთ, თუ ყოველდღიურად წაიკითხავთ და შეისწავლით ღვთის სიტყვას; თქვენ იგრძნობთ, რომ იეჰოვა „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4; რომაელები 15:4). ღმერთი გვპირდება, რომ მოგვცემს „მშვიდობას, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:6, 7, 13).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ილოცეთ და სთხოვეთ იეჰოვას, რომ სიმშვიდე არ დაკარგოთ და საღად იაზროვნოთ.

  • სირთულეების დასაძლევად საუკეთესო გზა აირჩიეთ.

2 იზრუნეთ საკუთარ თავსა და ოჯახზე

ბიბლიის თვალსაზრისი: „ვისაც გაგების უნარი აქვს, მისი გული ცოდნას იძენს; ბრძენის ყური ცოდნის მიღებას ესწრაფვის“ (იგავები 18:15). კარგად შეისწავლეთ სიტუაცია. გაიგეთ, რა სჭირდებათ ოჯახის წევრებს. ესაუბრეთ და მოუსმინეთ მათ (იგავები 20:5).

თუ საყვარელი ადამიანი დაგეღუპათ, დარდსა და ნაღველს გულში ნუ ჩაიკლავთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თვით იესოც კი აცრემლდა (იოანე 11:35; ეკლესიასტე 3:4). ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია დასვენება და ძილი (ეკლესიასტე 4:6). ამგვარად უფრო ადვილად გაართმევთ თავს სტრესს.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • სანამ ცხოვრებაში თავზარდამცემი მოულოდნელობის პირისპირ აღმოჩნდებით, მანამდეც კარგი ურთიერთობა იქონიეთ ოჯახის წევრებთან. ამით მათ გაუადვილებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მხარში ამოგიდგნენ.

  • ესაუბრეთ მათ, ვინც მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩენილა.

 3 ითხოვეთ დახმარება

ბიბლიის თვალსაზრისი: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17). ცხადია, თქვენს მეგობრებს სურთ, რომ გვერდში დაგიდგნენ, მაგრამ შესაძლოა არ იციან, რით დაგეხმარონ. ნუ მოგერიდებათ და პირდაპირ უთხარით, რა გჭირდებათ (იგავები 12:25). სულიერი დახმარების მისაღებად მიმართეთ მათ, ვინც ბიბლიაში კარგად ერკვევა. მათგან მიღებული ბიბლიური რჩევები უდავოდ სასიკეთოდ წაგადგებათ (იაკობი 5:14).

განსაცდელში თავს მიტოვებულად არ იგრძნობთ, თუ ხშირი ურთიერთობა გექნებათ მათთან, რომელთაც ნამდვილად სწამთ ღმერთი და ენდობიან მის დაპირებებს. მხნეობას შეგმატებთ ისიც, თუ მხარში ამოუდგებით მათ, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ესაუბრეთ ამ ადამიანებს თქვენს ზეციერ მამაზე, იეჰოვაზე და მის განზრახვებზე. გამუდმებით იზრუნეთ გასაჭირში მყოფებზე და ნუ განმარტოვდებით მათგან, ვისაც უყვარხართ და ვინც თქვენზე ზრუნავს (იგავები 18:1; 1 კორინთელები 15:58).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ესაუბრეთ უახლოეს მეგობარს და მიეცით საშუალება, რომ დაგეხმაროთ.

  • იყავით გულწრფელნი და უთხარით, კონკრეტულად რა გჭირდებათ.

გაიგეთ მეტი

როცა ბავშვი სიკვდილის შესახებ კითხვებს სვამს

ოთხი ნაბიჯი დაგეხმარებათ, უპასუხოთ მათ კითხვებს და ასწავლოთ, როგორ გადაიტანონ საყვარელი ადამიანის სიკვდილი.

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და ტანჯვას?

როგორ გაჩნდა ბოროტება და რატომ დაუშვა ღმერთმა ის ასე დიდხანს? დასრულდება ოდესმე ტანჯვა?

ტრაგედიის პირისპირ — საყვარელი ადამიანის დაკარგვა

16 წლის წინ რონალდოს ოჯახის 5 წევრი დაეღუპა ავტოკატასტროფაში. მართალია, ამ დანაკლისს ვერაფრით ავსებს, მაგრამ შინაგანი სიმშვიდე იპოვა.