წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე

 კითხვა 5

როგორ მოვიქცე, თუ სკოლაში მჩაგრავენ?

როგორ მოვიქცე, თუ სკოლაში მჩაგრავენ?

რატომ ღირს დაფიქრება

შენს რეაქციაზეა დამოკიდებული, სიტუაცია უკეთესობისკენ წარიმართება თუ უარესობისკენ.

როგორ მოიქცეოდი?

წარმოიდგინე, რომ ერთ ბიჭს, პირობითად მათეს, აღარ უნდა სკოლაში წასვლა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამი თვის წინ კლასელებმა მასზე ცუდი ხმები გაავრცელეს და დამამცირებელი ზედმეტსახელები შეარქვეს. ხდებოდა ისეც, რომ კლასელები, ვითომ შემთხვევით, ეჯახებოდნენ და წიგნს ხელიდან აგდებინებდნენ. ზოგჯერ უკნიდან ვიღაც ხელს კრავდა ხოლმე, მაგრამ როცა მიიხედავდა, იმდენი ბიჭი იდგა ერთად, რომ ვერ ხვდებოდა, რომელი იყო. ბოლოს მათემ თანატოლებისგან მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინებაც კი მიიღო.

მათეს ადგილას რომ ყოფილიყავი, როგორ მოიქცეოდი?

შეჩერდი და დაფიქრდი!

მდგომარეობა გამოუვალი ნამდვილად არ არის. თუ მოინდომებ, ჩხუბისთავს მუშტი-კრივის გარეშეც მოიგერიებ. აი, რა შეგიძლია გააკეთო:

  •   ნუ აჰყვები! ბიბლიაში ნათქვამია: „სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავები 29:11). თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებ, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც, შეიძლება ის, ვინც შენ გამოწვევას ცდილობს, საერთოდ შეგეშვას.

  • ნუ გადაუხდი სამაგიეროს! ბიბლიაში წერია: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ (რომაელები 12:17). სამაგიეროს გადახდაზე ფიქრი სიტუაციას უფრო გაამწვავებს.

  • ნუ გაეხვევი უსიამოვნებაში! ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). რამდენადაც შესაძლებელია, მოერიდე იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება შარში გაგხვიონ. აგრეთვე შეეცადე, თავი აარიდო სიტუაციებს, სადაც უსიამოვნებას გადაეყრები.

  • ნუ აღელდები! ბიბლია გვეუბნება: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1). ეცადე, ზოგჯერ დაცინვა ხუმრობაში გაატარო. მაგალითად, თუ გეუბნებიან, რომ მსუქანი ხარ, შეგიძლია უთხრა: „ისე, რამდენიმე კილოგრამის დაკლება ნამდვილად არ მაწყენდა“.

  • ნურაფერს უპასუხებ! 19 წლის ნორა ამბობს: „დუმილით ცხადყოფ, რომ გაცილებით ძლიერი და მტკიცე ხასიათი გაქვს, ვიდრე მას, ვინც შენ დაჩაგვრას ცდილობს. ამასთანავე დაამტკიცებ, რომ საკუთარი ემოციების კონტროლი შეგიძლია, რაც ჩხუბისთავს ნამდვილად არ გამოსდის“ (2 ტიმოთე 2:24).

  • იყავი მტკიცე და თავდაჯერებული! მჩაგვრელებმა კარგად იციან, ვისთან გაუვათ და ვისთან — არა. მათი სამიზნეები, ძირითადად, ისეთი მოზარდები არიან, რომლებსაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ და უჭირთ წინააღმდეგობის გაწევა. თუ აგრძნობინებ, რომ მათ ჭკუაზე არასდროს გაივლი, უკან დაიხევენ.

  • დაელაპარაკე ვინმეს! ერთი ყოფილი მასწავლებელი ამბობს: „ყველანაირად ვცდილობდი, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც ავიწროებდნენ, ჩემთვის გული გადაეშალათ. ამის შესახებ სხვასთან საუბარი აუცილებელიცაა, რადგან სხვანაირად გაუჭირდებათ ჩხუბისთავის მოგერიება“.

თავდაჯერებულობა სიმტკიცეს შეგმატებს, რაც მჩაგვრელებს ნამდვილად არ გააჩნიათ