წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე

 კითხვა 4

როგორ მოვიქცე, როცა რაღაცას ვაშავებ?

როგორ მოვიქცე, როცა რაღაცას ვაშავებ?

რატომ ღირს დაფიქრება

შეცდომების აღიარება სანდო და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოგაყალიბებს.

როგორ მოიქცეოდი?

წარმოიდგინე, ერთი ბიჭი, პირობითად ლუკა, თავის მეგობრებთან ერთად ბურთს თამაშობს. მოულოდნელად ლუკას მიერ დარტყმული ბურთი მეზობლის ფანჯარას ხვდება და იმტვრევა.

ლუკას ადგილას რომ ყოფილიყავი, როგორ მოიქცეოდი?

შეჩერდი და დაფიქრდი!

შენ გაქვს რამდენიმე არჩევანი:

  1. 1. გაიქცე.

  2. 2. სხვას გადააბრალო.

  3. 3. მოუბოდიშო მეზობელს და ზარალის ანაზღაურება შესთავაზო.

თავიდან შეიძლება გაქცევა მოგინდეს, მაგრამ გახსოვდეს, რომ რაც არ უნდა დააშავო, შეცდომის აღიარება ყოველთვის სწორი არჩევანია.

 რატომ უნდა აღიარო შეცდომები

  1. 1. ეს სწორი საქციელია.

    ბიბლიაში წერია: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).

  2. 2. სხვები ადვილად გაპატიებენ.

    ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (იგავები 28:13).

  3. 3. რაც ყველაზე მთავარია, ღმერთს გულს გაუხარებ.

    ბიბლიაში ნათქვამია: „ვინაიდან სისაძაგლეა იეჰოვასთვის მზაკვარი ადამიანი, მართლებთან კი ახლოს არის ღმერთი“ (იგავები 3:32).

ერთი 20 წლის გოგონა, სახელად კარენი გვიყვება, რომ ერთხელ მამამისს დაუმალა, სიჩქარის გადაჭარბების გამო რომ დააჯარიმეს. საბოლოოდ სიმართლე მაინც გაირკვა. კარენი იხსენებს: „დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მამამ ჩემს სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი აღმოაჩინა, რის გამოც მკაცრად მისაყვედურა“.

„შეცდომის დამალვა მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. საკუთარ საქციელზე ადრე თუ გვიან მაინც აგებ პასუხს“, — ამბობს კარენი.

რას გასწავლის დაშვებული შეცდომა

ბიბლიაში ნათქვამია: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2). როგორც გავიგეთ, შეცდომების უმალვე აღიარება თავმდაბლობისა და მოწიფულობის მაჩვენებელია.

გარდა ამისა, დაშვებული შეცდომებიდან ყოველთვის რაღაცას ვსწავლობთ. ერთი გოგონა, ვერა ამბობს: „ვცდილობ, დაშვებული შეცდომებიდან რაღაც ვისწავლო, რაც გამოცდილებას მძენს. ეს მეხმარება, უკეთეს პიროვნებად ჩამოვყალიბდე და მსგავს სიტუაციაში სხვაგვარად მოვიქცე“.

ახლა წარმოიდგინე, რომ მამაშენის ფოტოაპარატი გააფუჭე. როგორ მოიქცევი?

  • არაფერს ეტყვი იმ იმედით, რომ ვერაფერს შეამჩნევს.

  • ყველაფერს მოუყვები.

  • ეტყვი, რომ გაფუჭდა, მაგრამ სხვას გადააბრალებ.

გამოცდა ვერ ჩააბარე, რადგან სათანადოდ არ მოემზადე. როგორ მოიქცევი?

  • იტყვი, რომ რთული გამოცდა იყო.

  • პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებ.

  • მასწავლებელს გადააბრალებ და იტყვი, რომ მას ამოჩემებული ჰყავხარ.

თუ გამუდმებით იხსენებ წარსულში დაშვებულ შეცდომებს, ეს იმის მსგავსია, რომ მანქანის ტარების დროს სულ უკანა ხედვის სარკეში იყურო

 ახლა გადახედე ზემოთ მოხსენიებულ პირობით სიტუაციებს; წარმოიდგინე თავი მამაშენის და შენი მასწავლებლის ადგილას. რას იფიქრებენ ისინი შენზე, თუ შეცდომას დამალავ ან პირიქით, მაშინვე აღიარებ?

გაიხსენე, რა შეცდომა დაუშვი და უპასუხე შემდეგ კითხვებს.

რა შეცდომა დაუშვი და როგორ მოიქეცი?

  • არ გაამხილე.

  • სხვას გადააბრალე.

  • მაშინვე აღიარე.

თუ დანაშაული არ გაამხილე, როგორ იგრძენი თავი?

  • მშვენივრად — სინდისს არ შევუწუხებივარ.

  • დამნაშავედ — უნდა მეთქვა სიმართლე.

როგორი მოქცევა იქნებოდა ამ შემთხვევაში უკეთესი?

რა ისწავლე დაშვებული შეცდომიდან?

რას ფიქრობ?

რატომ არ აღიარებს ბევრი შეცდომებს?

რას იფიქრებენ სხვები, თუ არასდროს აღიარებ შეცდომებს? რას იფიქრებენ სხვები, თუ აღიარებ შეცდომებს? (ლუკა 16:10).