წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე

 კითხვა 3

როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?

როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან?

რატომ ღირს დაფიქრება

რაც უფრო კარგი ურთიერთობა გექნება მშობლებთან, მით უფრო მშვიდად იცხოვრებ.

როგორ მოიქცეოდი?

წარმოიდგინე, 17 წლის ბიჭი, პირობითად ნიკა, რომელიც ეს-ესაა მორჩა საქმის კეთებას და სავარძელში მოკალათდა, რათა საყვარელი გადაცემისთვის ეყურებინა.

ზუსტად ამ დროს ოთახში მამამისი უკმაყოფილო სახით შემოვიდა და უთხრა:

„ნიკა, ეხლა ტელევიზორის ყურების დროა?! წესით, შენს ძმას დავალებების მომზადებაში უნდა ეხმარებოდე. არასდროს აკეთებ იმას, რასაც გეუბნებით!“.

„აუ, დაიწყო ისევ, რა!“, — ჩაიბურტყუნა თავისთვის ნიკამ.

მამამისმა გაიგო მისი ნათქვამი, გახედა და ჰკითხა: „რა თქვი?“.

„არაფერი, მაა“, — უპასუხა სახემოღუშულმა.

ამაზე მამამისი კიდევ უფრო გაბრაზდა და მკაცრად უთხრა: „როგორ ბედავ ასეთი ტონით ჩემთან ლაპარაკს?“.

ნიკას ადგილას რომ ყოფილიყავი, როგორ აირიდებდი თავიდან მშობელთან უთანხმოებას?

შეჩერდი და დაფიქრდი!

მშობლებთან ურთიერთობა რაღაცით მანქანის მართვას ჰგავს. როცა გზაზე დაბრკოლებას ხვდები, გვერდს უვლი და სხვა გზით მიდიხარ.

 მაგალითი

«მიჭირს მამასთან საერთო ენის გამონახვა, — გვიზიარებს ლეა. — ზოგჯერ სიტყვას შუა ლაპარაკში მაწყვეტინებს და მეუბნება: „მე მითხარი რამე?!“».

ლეას რამდენიმე არჩევანი აქვს:

  1. 1. მამას უხეშად უპასუხოს.

    ლეა ხმას უწევს: „რატომ არ მისმენ, მე ხომ მნიშვნელოვან საკითხზე გესაუბრები?!“.

  2. 2. გაიბუტოს და შეწყვიტოს საუბარი.

    ლეა გადაიფიქრებს მამასთან თავის პრობლემაზე საუბარს.

  3. 3. ცოტა მოიცადოს და უკეთესი დრო შეარჩიოს მასთან სალაპარაკოდ.

    ლეა ამჯობინებს, მამას მოგვიანებით ესაუბროს ან წერილობით აუხსნას სათქმელი.

შენი აზრით, როგორ ჯობია, მოიქცეს ლეა?

დაფიქრდი შემდეგზე: ლეას მამას, როგორც ჩანს, ათასი საფიქრალი ჰქონდა და ვერც კი მიხვდა, რომ შვილს გული ატკინა. ასე რომ, თუ ლეა პირველ ვარიანტს აირჩევს და მამას უხეშად დაელაპარაკება, მამამისი ვერ მიხვდება, რატომ გაღიზიანდა მასზე. ალბათ, ასეთი საქციელით ლეა ვერ განაწყობს მამას მოსასმენად და ვერც პატივისცემას გამოავლენს მშობლის მიმართ (ეფესოელები 6:2). საეჭვოა, რომ ასეთმა საქციელმა საერთოდ არგოს ვინმეს.

როგორც გზაზე არსებულ დაბრკოლებას უვლი გვერდს და აგრძელებ სვლას, ისე მშობლებთან ურთიერთობის დროს შეგიძლია სხვა გზა გამონახო და თავი აარიდო უთანხმოებას

მეორე ვარიანტი შესაძლოა ყველაზე ადვილი გამოსავალი იყოს, მაგრამ არცთუ ისე გონივრული. პრობლემის გადასაჭრელად ლეა უნდა ესაუბროს მამას. როგორ დაეხმარება მამამისი, თუ არ ეცოდინება, რა ხდება მისი შვილის ცხოვრებაში. დუმილით პრობლემა ვერ გადაიჭრება.

თუ ლეა მესამე ვარიანტს აირჩევს, ესე იგი, ის დაბრკოლებას არ უშინდება და ადვილად უვლის მას გვერდს. იგი ცდილობს, საუბრისთვის უფრო ხელსაყრელი დრო შეარჩიოს. და თუ წერილის დაწერას ამჯობინებს, წერის პროცესში შეიძლება სიბრაზემაც გადაუაროს.

წერილში შეიძლება მან უფრო ადვილად ჩამოაყალიბოს თავისი აზრები და მამამისიც ადვილად მიხვდეს, რის თქმა სურდა და რა აწუხებდა მას. აქედან გამომდინარე, მესამე ვარიანტი საუკეთესოა ორივესთვის, როგორც შვილისთვის, ისე მამისთვის. მნიშვნელობა არა აქვს, პირისპირ დაელაპარაკება მას თუ წერილობით, ამგვარად ლეა გაითვალისწინებს შემდეგ ბიბლიურ რჩევას: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“ (რომაელები 14:19).

კიდევ როგორ შეიძლება მოიქცეს ლეა?

მოიფიქრე შენი ვარიანტი და დაფიქრდი, რა შეიძლება მოჰყვეს ასე მოქცევას.

 მოერიდე ორაზროვან ლაპარაკს

გაითვალისწინე, რომ ზოგჯერ შენი ნათქვამი მშობლებმა შეიძლება სხვანაირად გაიგონ.

პირობითი სიტუაცია

მშობლები გეუბნებიან, რომ მოწყენილი ჩანხარ, შენ კი პასუხობ: „არ მინდა ამაზე ლაპარაკი“.

ისინი კი შენს ნათქვამს ისე აღიქვამენ, რომ თითქოს არ ენდობი და ამიტომ არ გსურს მათთან ლაპარაკი. მშობლები ფიქრობენ, რომ გირჩევნია, შენს გრძნობებზე მეგობრებს დაელაპარაკო, ვიდრე მათ გადაუშალო გული.

წარმოიდგინე, რომ რაღაც პრობლემა გაქვს და მშობელი დახმარებას გთავაზობს. შენ ეუბნები: „ნუ ნერვიულობ, თავად გავართმევ თავს“.

  • როგორ შეიძლება გაიგონ მშობლებმა შენი ნათქვამი?

  • რა შეგიძლია უთხრა, რომ შენი ნათქვამი არასწორად არ გაიგონ?