წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ასწავლეთ შვილებს

 გაკვეთილი 14

სამეფო, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს

სამეფო, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს

იცი რომელ სამეფოზეა საუბარი? ~ მართალია, ეს ღვთის სამეფოა. ეს სამეფო დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. გინდა, მეტი გაიგო ამ სამეფოს შესახებ? ~

ყველა სამეფოს თავისი მეფე ჰყავს. მეფე თავის ქვეყანაში მცხოვრებ ხალხზე მმართველობს. იცი ვინ არის ღვთის სამეფოს მეფე? ~ ის იესო ქრისტეა. ის ზეცაში ცხოვრობს. ცოტა ხანში იესო დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის მეფე გახდება. შენი აზრით, ბედნიერები ვიქნებით, როდესაც იესო მთელ დედამიწაზე გამეფდება? ~

ყველაზე მეტად რას ელოდები სამოთხეში?

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით. სამოთხეში აღარავინ იჩხუბებს და არც აღარავინ იომებს; ყველას ეყვარება ერთმანეთი; არავინ გახდება ავად და აღარავინ მოკვდება; ბრმას თვალები აეხილება და ყრუს სმენა დაუბრუნდება, კოჭლი კი თავისუფლად შეძლებს სიარულს; ყველას უხვად ექნება საკვები; ცხოველები ერთმანეთთანაც იმეგობრებენ და ჩვენთანაც; გარდაცვლილები კვლავ გაცოცხლდებიან. ისინი, ვის შესახებაც ამ ბროშურაში ისწავლე, რებეკა, რახაბი, დავითი, ელია და სხვები, კვლავ დაუბრუნდებიან  სიცოცხლეს. გინდა მათთან შეხვედრა? ~

იეჰოვას ძალიან უყვარხარ და უნდა, რომ ბედნიერი იყო. თუ კვლავაც ისწავლი იეჰოვას შესახებ და დაემორჩილები მას, შეძლებ მარადიულად იცხოვრო სამოთხეში. გინდა ასეთი ცხოვრება? ~

წაიკითხე შენს ბიბლიაში

გაიგეთ მეტი

ბიბლიური მოთხრობები — შესავალი

ნამდვილი მოთხრობები მსოფლიოში ყველაზე შესანიშნავი წიგნიდან, ბიბლიიდან.

ღმერთს შეიძლება გული ეტკინოს როგორ შეგვიძლია მისი გახარება

იცოდი, რომ შენი მოქმედებით ღმერთს შეიძლება გული ატკინო ან ასიამოვნო? გაიგე, როგორ ატკინეს ღმერთს გული ადამმა და ევამ თავიანთი მოქმედებით.