წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ასწავლეთ შვილებს

 გაკვეთილი 13

ტიმოთეს სხვების დახმარება სურდა

ტიმოთეს სხვების დახმარება სურდა

ახალგაზრდა ტიმოთე სიხარულით ეხმარებოდა სხვებს. სხვების დასახმარებლად ის ბევრს მოგზაურობდა. სწორედ ამის გამო მას ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. გინდა, მეტი გაიგო მის შესახებ? ~

დედა და ბებია ტიმოთეს იეჰოვას შესახებ ასწავლიდნენ

ტიმოთე ქალაქ ლისტრაში გაიზარდა. მისი ბებია ლოისი და დედა ევნიკე პატარაობიდანვე ასწავლიდნენ იეჰოვას შესახებ. უკვე მოზრდილ ტიმოთეს კი თავად სურდა, დახმარებოდა სხვებს, ესწავლათ იეჰოვას შესახებ.

ტიმოთე ახალგაზრდა იყო, როდესაც პავლემ შესთავაზა, სხვადასხვა ქალაქებში ერთად ემსახურათ. ტიმოთეც დათანხმდა. ის მზად იყო წასულიყო და სხვებს დახმარებოდა.

 ტიმოთე პავლესთან ერთად მაკედონიის ქალაქ თესალონიკეში გაემგზავრა. იქ ჩასასვლელად მათ ფეხით გრძელი გზა გაიარეს, შემდეგ კი გემით იმგზავრეს. თესალონიკეში ისინი ბევრს დაეხმარნენ, გაეცნოთ იეჰოვა. თუმცა ზოგიერთი გაბრაზდა მათზე, რის გამოც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ამიტომ პავლემ და ტიმოთემ გადაწყვიტეს, სხვაგან გაეგრძელებინათ ქადაგება.

ტიმოთეს ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა

რამდენიმე თვის შემდეგ, პავლემ ტიმოთეს სთხოვა, რომ დაბრუნებულიყო თესალონიკეში და მოენახულებინა ძმები. ტიმოთეს გაბედულება სჭირდებოდა ამ დავალების შესასრულებლად, რადგან ამ ქალაქში ჩასვლა მისთვის სახიფათო იყო. მიუხედავად ამისა ის წავიდა ძმების მოსანახულებლად, რადგან აღელვებდა მათი მდგომარეობა. მან პავლეს კარგი ამბავი ჩაუტანა — თესალონიკელი ძმები ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას.

ტიმოთე პავლესთან ერთად მრავალი წელი მსახურობდა. პავლემ ტიმოთეს შესახებ ისიც კი დაწერა, რომ კრებების დასახმარებლად მასზე უკეთესს ვერავის გაგზავნიდა. ტიმოთეს ძალიან უყვარდა იეჰოვაც და ადამიანებიც.

შენც გიყვარს ადამიანები და გინდა, დაეხმარო მათ, გაიცნონ იეჰოვა? ~ თუ კი, მაშინ ტიმოთეს მსგავსად შენც საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება გექნება.