არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ასწავლეთ შვილებს

 გაკვეთილი 2

რებეკას იეჰოვას გულის გახარება უნდოდა

რებეკას იეჰოვას გულის გახარება უნდოდა

რებეკას და მის ქმარს, ისაკს უყვარდათ იეჰოვა. როგორ გაიცნეს რებეკამ და ისაკმა ერთმანეთი? როგორ აჩვენა რებეკამ, რომ უნდოდა იეჰოვას გულის გახარება? მოდი, უკეთ გავიცნოთ რებეკა.

ისაკის მშობლები აბრაამი და სარა იყვნენ. ისინი ქანაანის მიწაზე ცხოვრობდნენ, იმ ხალხთან ერთად, რომელიც იეჰოვას არ სცემდა თაყვანს. მაგრამ აბრაამს სურდა, რომ ისაკს ცოლად ისეთი ადამიანი მოეყვანა, ვისაც უყვარდა იეჰოვა და თაყვანს სცემდა მას; ამიტომ თავისი მსახური, სავარაუდოდ, ელიეზერი გაგზავნა ხარანში, რომ ისაკისთვის ცოლი თავისი სანათესაოდან მოეყვანა.

რებეკას აქლემებისთვის არაერთხელ მოუწია ჭიდან წყლის ამოღება

ელიეზერი აბრაამის სხვა მსახურებთან ერთად ხარანისკენ გაემართა. მათ გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი. ელიეზერმა თან წაიყვანა ათი აქლემი, რომლებსაც საჭმელი და საჩუქრები აჰკიდა. როგორ შეარჩევდა ელიეზერი ისაკისთვის საცოლეს? როდესაც ის სხვა მსახურებთან ერთად ხარანში ჩავიდა, ჭასთან შეჩერდა, რადგან იცოდა, რომ იქ ხალხი წყლის ამოსაღებად მივიდოდა. ელიეზერმა იეჰოვას ლოცვაში სთხოვა, ნიშანი მიეცა, თუ ვინ იქნებოდა ისაკის ცოლი — ის იმ ყმაწვილ ქალს აირჩევდა თავისი ბატონისთვის, რომელიც მასაც შესთავაზებდა წყალს და აქლემებსაც დაალევინებდა.

მალე ჭასთან რებეკა მივიდა. ბიბლიაში წერია, რომ ის ძალიან ლამაზი იყო. ელიეზერმა სთხოვა, მისთვის წყალი დაელევინებინა, რაზეც  რებეკამ უპასუხა: „შენც დალიე და აქლემებსაც დავალევინებ“. წარმოიდგინე, რამდენჯერ მოუწევდა რებეკას აქლემებისთვის ჭიდან წყლის ამოღება. ხედავ სურათზე, როგორ შრომობს რებეკა? ~ ელიეზერი განცვიფრებული იყო, თუ როგორ უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვას.

ელიეზერმა რებეკას ძვირფასი საჩუქრები მისცა. რებეკამ კი ელიეზერი და ისინი, ვინც მასთან ერთად იყვნენ სახლში დაპატიჟა. ელიეზერი მოუყვა მათ, თუ რატომ გამოაგზავნა ის აბრაამმა ხარანში და როგორ უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვას. ოჯახი სიხარულით დათანხმდა, რომ რებეკა ისაკისთვის მიეთხოვებინათ.

რებეკა გაჰყვა ელიეზერს ქანაანში და ისაკის ცოლი გახდა

როგორ ფიქრობ, უნდოდა რებეკას, ისაკის ცოლი გამხდარიყო? ~ რებეკამ იცოდა, რომ ელიეზერი იეჰოვას გამოგზავნილი იყო. როდესაც ოჯახმა ჰკითხა, სურდა თუ არა ქანაანში წასვლა და ისაკის ცოლობა, რებეკა დათანხმდა და ელიეზერთან ერთად მაშინვე გაემართა ქანაანისკენ, სადაც ისაკის ცოლი გახდა.

რებეკა მზად იყო იეჰოვას ნების შესასრულებლად, რის გამოც იეჰოვამ აკურთხა და ის იესოს წინაპარი გახდა! რებეკას მსგავსად, იეჰოვა შენც გაკურთხებს და დაგეხმარება, თუ ეცდები, გული გაუხარო მას.

წაიკითხე შენს ბიბლიაში