წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ასწავლეთ შვილებს

 გაკვეთილი 12

პავლეს დისშვილმა გაბედულება გამოავლინა

პავლეს დისშვილმა გაბედულება გამოავლინა

მოდი, გავიგოთ ერთი ბიჭის შესახებ, რომელმაც ბიძამისი სიკვდილს გადაარჩინა. მისი ბიძა პავლე მოციქული იყო. ჩვენ არ ვიცით ამ ბიჭის სახელი, მაგრამ ვიცით, რომ მან დიდი გაბედულება გამოავლინა. გინდა, გაიგო, რა გააკეთა მან? ~

პავლე იერუსალიმის ციხეში იმყოფებოდა. ის იესოს შესახებ ქადაგების გამო დააპატიმრეს. რამდენიმე ბოროტ კაცს სძულდა პავლე და მისი მოკვლა გადაწყვიტეს. ამისთვის ბოროტი გეგმა შეადგინეს. მათ თქვეს: „მოდი, ჯარის მეთაურს ვუთხრათ, პავლე სასამართლოში მიიყვანოს. ჩვენ კი მათ გზაზე ჩავუსაფრდეთ და როდესაც ჯარისკაცები გამოატარებენ, თავს დავესხათ და მოვკლათ“.

პავლეს დისშვილმა ბოროტი გეგმის შესახებ პავლესა და ჯარის მეთაურს უამბო

პავლეს დისშვილმა შეიტყო ამის შესახებ. როგორ მოიქცა ის? პავლეს დისშვილი ციხისკენ გაემართა და პავლეს ყველაფერი მოუყვა. პავლემ ის დაუყოვნებლივ ჯარის მეთაურთან გაგზავნა. ადვილი იქნებოდა პავლეს დისშვილისთვის ჯარის მეთაურთან საუბარი? ~ არა, რადგან მეთაური ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობდა. მიუხედავად ამისა, პავლეს დისშვილმა გაბედულება გამოავლინა და ყველაფერი მოუყვა მას ამ გეგმის შესახებ.

ჯარის მეთაურმა იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მან პავლეს დასაცავად დაახლოებით 500 ჯარისკაცი შეკრიბა და უბრძანა, რომ პავლე იმ ღამესვე წაეყვანათ კესარეაში. გადაურჩა პავლე სიკვდილს? ~ დიახ, მტრებმა ვერ შეძლეს, თავს დასხმოდნენ პავლეს; მათი გეგმა ჩაიშალა.

რას სწავლობ ამ შემთხვევიდან? ~ პავლეს დისშვილის მსგავსად შენც შეგიძლია, გაბედული იყო. როდესაც სხვებს იეჰოვას შესახებ ველაპარაკებით, ჩვენ ყველას გაბედულება გვჭირდება. იქნები უშიშარი და ილაპარაკებ იეჰოვას შესახებ? ~ თუ ასე მოიქცევი, შენც შეძლებ, სხვები სიკვდილს გადაარჩინო.

წაიკითხე შენს ბიბლიაში