წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ასწავლეთ შვილებს

 გაკვეთილი 11

ისინი იესოს შესახებ წერდნენ

ისინი იესოს შესახებ წერდნენ

იცი, ვინ არიან ეს კაცები? ~ ესენი არიან მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, პეტრე, იაკობი, იუდა და პავლე. ისინი იესოს დროს ცხოვრობდნენ და მის შესახებ დაწერეს. მოდი, უკეთ გავიცნოთ ეს კაცები.

რა იცი ამ კაცების შესახებ?

ამ კაცებიდან სამნი იესოს მოციქულები იყვნენ, რომლებიც მასთან ერთად ქადაგებდნენ. იცი, ვინ იყვნენ ისინი? ~ მათე, იოანე და პეტრე. მათე და იოანე მოციქულები ძალიან კარგად იცნობდნენ იესოს და მისი ცხოვრება აღწერეს.  იოანე მოციქულმა ასევე გამოცხადების წიგნი და სამი წერილი, პირველი, მეორე და მესამე იოანე დაწერა. პეტრე მოციქულმა ორი წერილი, პირველი და მეორე პეტრე დაწერა. მეორე წერილში, პეტრემ დაწერა, თუ როგორ გაისმა ზეციდან იეჰოვას ხმა და როგორ თქვა იესოს შესახებ, რომ ის მისი ძე იყო და უყვარდა და ამაყობდა მისით.

აქ შენ კიდევ ორ ადამიანს ხედავ. ისინიც იესოს შესახებ წერდნენ. ერთს მარკოზი ერქვა, მეორეს კი ლუკა. მარკოზი, როგორც ჩანს იესოს დაპატიმრებისას მის ახლოს იყო და ყველაფერი თავისი თვალით ნახა. ლუკა ექიმი იყო. სავარაუდოდ, ის ქრისტიანი იესოს სიკვდილის შემდეგ გახდა.

კიდევ ორი მამაკაცი, რომელსაც ამ სურათზე ხედავ, იესოს უმცროსი ძმები არიან. იცი მათი სახელები? ~ მათ იაკობი და იუდა ერქვათ. თავიდან, მათ არ ირწმუნეს იესო. ისინი იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ იესო ჭკუიდან შეიშალა. მაგრამ, მოგვიანებით, იაკობმა და იუდამ ირწმუნეს იესო და ქრისტიანები გახდნენ.

კიდევ ერთი ბიბლიის დამწერი, რომელსაც ამ სურათზე ხედავ, პავლეა. ქრისტიანად გახდომამდე, მას სავლე ერქვა. მას სძულდა ქრისტიანები და ძალიან ცუდად ექცეოდა მათ. იცი, რატომ გადაწყვიტა პავლემ იესო ქრისტეს მიმდევარი გამხდარიყო? ~ ერთხელ, მგზავრობისას მას უეცრად ზეციდან ვიღაცის ხმა შემოესმა. ეს იესოს ხმა იყო. მან პავლეს ჰკითხა: „რატომ ექცევი ასე ცუდად მათ, ვისაც ჩემი სწამთ?“ ამის შემდეგ, პავლე შეიცვალა და ქრისტიანი გახდა. პავლემ ბიბლიის 14 წიგნი დაწერა, წიგნ „რომაელებიდან“ „ებრაელების“ ჩათვლით.

ჩვენ ხომ ყოველდღე ვკითხულობთ ბიბლიას?! ~ მისი კითხვისას ჩვენ ბევრ რამეს ვიგებთ იესოს შესახებ. ხომ გინდა იესოს უკეთ გაცნობა? ~