არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ასწავლეთ შვილებს

 გაკვეთილი 10

იესო ყოველთვის მორჩილი იყო

იესო ყოველთვის მორჩილი იყო

ადვილია, ყოველთვის დაემორჩილო მშობლებს? ~ ზოგჯერ ეს საკმაოდ რთულია. იცოდი, რომ იესო ემორჩილებოდა როგორც იეჰოვას, ისე თავის მშობლებს? ~ მისი მაგალითი დაგეხმარება, დაემორჩილო მშობლებს მაშინაც კი, როდესაც ეს არც თუ ისე ადვილია. მოდი, მეტი გავიგოთ ამის შესახებ.

დედამიწაზე მოსვლამდე, იესო ზეცაში თავის მამასთან, იეჰოვასთან იყო, მაგრამ მას დედამიწაზე ყოფნის დროსაც ჰყავდა მშობლები. მათ იოსები და მარიამი ერქვათ. იცი, როგორ გახდნენ ისინი იესოს მშობლები? ~

იეჰოვამ იესოს სიცოცხლე ზეციდან მარიამის მუცელში გადმოიტანა. ამგვარად იესო დედამიწაზე დაიბადა. ეს ნამდვილად სასწაული იყო. იესო სხვა ბავშვების მსგავსად იზრდებოდა დედის მუცელში, დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ კი დაიბადა. აი ასე გახდნენ, მარიამი და მისი მეუღლე, იოსები იესოს მშობლები დედამიწაზე.

12 წლის იესომ აჩვენა, თუ როგორ უყვარდა მას თავისი მამა, იეჰოვა. ერთხელ პასექის აღსანიშნავად იესო თავის ოჯახთან ერთად იერუსალიმში გაემგზავრა. უკანა გზაზე, იოსებმა და მარიამმა იესო ვერსად იპოვეს. იცი, სად იყო ის? ~

რას აკეთებდა იესო ტაძარში?

იოსები და მარიამი სასწრაფოდ დაბრუნდნენ იერუსალიმში და ყველგან ეძებდნენ იესოს. ისინი ძალიან ნერვიულობდნენ, რომ ვერ პოულობდნენ მას. სამი დღის შემდეგ, მათ იესო ტაძარში იპოვეს. იცი, რას აკეთებდა ის ტაძარში? ~ იქ ის თავისი მამის, იეჰოვას შესახებ სწავლობდა. მას უყვარდა იეჰოვა და უნდოდა გაეგო, როგორ მოქცეულიყო მის მოსაწონად. იესო დიდობაშიც ყოველთვის ემორჩილებოდა იეჰოვას, მაშინაც კი, როდესაც ეს მისთვის რთული იყო და ამისთვის უნდა ეტანჯა. იოსებსაც და მარიამსაც ემორჩილებოდა იესო? ~ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის მათაც ემორჩილებოდა.

რას სწავლობ იესოსგან? ~ შენც უნდა დაემორჩილო მშობლებს, მაშინაც კი, როდესაც ეს არ არის ადვილი. მოიქცევი ასე? ~

წაიკითხე შენს ბიბლიაში