წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ასწავლეთ შვილებს

 გაკვეთილი 9

იერემიამ არ შეწყვიტა იეჰოვაზე საუბარი

იერემიამ არ შეწყვიტა იეჰოვაზე საუბარი

რატომ არის ხალხი გაბრაზებული იერემიაზე?

იეჰოვამ გადაარჩინა იერემია

ზოგჯერ ხალხი დაგვცინის ან გვიბრაზდება, როცა მათ იეჰოვას შესახებ ველაპარაკებით. ამან შეიძლება დაგვაკარგვინოს სურვილი, ვისაუბროთ ღმერთზე. დაგიკარგავს ოდესმე იეჰოვაზე ლაპარაკის სურვილი? ~ ბიბლია მოგვითხრობს ერთი ყმაწვილის შესახებ, რომელსაც უყვარდა იეჰოვა, მაგრამ კინაღამ შეწყვიტა მის შესახებ საუბარი. მას იერემია ერქვა. მოდი, უკეთ გავიცნოთ ის.

იერემია ახალგაზრდა იყო, როდესაც იეჰოვამ უთხრა, გაეფრთხილებინა ხალხი, შეეწყვიტათ ცუდის კეთება. ეს იერემიასთვის ძალიან რთული დავალება იყო და მას შეეშინდა. მან იეჰოვას უთხრა: „არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო, მე ხომ ყმაწვილი ვარ“.  მაგრამ იეჰოვამ უთხრა: „ნუ შეგეშინდება, შენთანა ვარ. მე დაგეხმარები“.

იერემიამ დაიწყო ხალხის გაფრთხილება, რომ თუ არ შეიცვლებოდნენ, მათ ღმერთი დასჯიდა. როგორ ფიქრობ, მოუსმინა ხალხმა იერემიას? ~ მათ დაცინვა დაუწყეს და გაბრაზდნენ მასზე. ზოგს მისი მოკვლაც კი უნდოდა. შენი აზრით, რას გრძნობდა იერემია? ~ მას შეეშინდა და თქვა, რომ აღარ ილაპარაკებდა იეჰოვას შესახებ. როგორ ფიქრობ, მართლა შეწყვიტა იერემიამ იეჰოვას შესახებ საუბარი? ~ არა. მას იმდენად უყვარდა იეჰოვა, რომ არ შეეძლო, არ ელაპარაკა მასზე. იეჰოვა იცავდა იერემიას, რადგან ის მაინც განაგრძობდა მისი დავალების შესრულებას.

მაგალითად, ერთხელ ბოროტმა კაცებმა იერემია ტალახით სავსე ორმოში ჩააგდეს. მას იქ არც წყალი ჰქონდა და არც საჭმელი. ამ კაცებმა იერემია მარტო დატოვეს, რომ მომკვდარიყო. მაგრამ იეჰოვას დახმარებით, მან თავი დააღწია ორმოს.

რას სწავლობ იერემიასგან? ~ იერემიამ არ შეწყვიტა იეჰოვაზე საუბარი მაშინაც კი, როდესაც ეშინოდა. როცა იეჰოვაზე საუბრობ, შეიძლება დაგცინონ ან გაგიბრაზდნენ. ამის გამო შეიძლება შეგრცხვეს ან შეგეშინდეს. მაგრამ არასდროს შეწყვიტო იეჰოვაზე საუბარი. თუ ასე მოიქცევი, იერემიას მსგავსად, იეჰოვა შენც ყოველთვის დაგეხმარება.

წაიკითხე შენს ბიბლიაში