წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 1, 2017

 მთავარი თემა | როგორ ვიკითხოთ ბიბლია მეტი ინტერესით?

რატომ არის კარგი ბიბლიის კითხვა?

რატომ არის კარგი ბიბლიის კითხვა?

„ვფიქრობდი, რომ ბიბლიის გაგება საკმაოდ რთული იქნებოდა“ (ჯოვი).

„მეგონა, რომ ბიბლიის კითხვა მოსაწყენი იყო“ (ქუინი).

„ბიბლია იმდენად სქელტანიანი წიგნია, რომ მისი წაკითხვის სურვილი დამეკარგა“ (ეზეკიელი).

გაგჩენიათ ოდესმე ბიბლიის წაკითხვის სურვილი, მაგრამ ზემოხსენებული მიზეზების გამო უმალვე გადაგიფიქრებიათ? ბევრი თვლის, რომ ბიბლიის წაკითხვა ადვილი არ არის. მაგრამ როგორ მოიქცევით, თუ გაიგებთ, რომ ბიბლიას შეუძლია თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს და უფრო აზრიანი გახადოს? რას გააკეთებთ, თუ აღმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ ბიბლიის კითხვა სასიამოვნო პროცესად აქციოთ? ისურვებდით, საკუთარი თვალით გენახათ, რის შემოთავაზება შეუძლია თქვენთვის ამ წიგნს?

ახლა დავფიქრდეთ იმ რამდენიმე ადამიანის სიტყვებზე, რომლებიც თავად დარწმუნდნენ, რაოდენ სასარგებლოა ბიბლიის კითხვა.

ეზეკიელი, რომელიც დაახლოებით 25 წლისაა, ამბობს: „ადრე ისეთ მძღოლს ვგავდი, რომელიც უგზო-უკვლოდ დადის. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიბლიის კითხვა დავიწყე, ჩემმა ცხოვრებამ ნამდვილი აზრი შეიძინა. მასში მართლაც ძალიან პრაქტიკული რჩევებია ჩაწერილი, რაც შემიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენო“.

ფრიდა, რომელიც თითქმის ეზეკიელის ტოლია, გვიზიარებს: „საკმაოდ ფიცხი ხასიათი მქონდა. მაგრამ ბიბლიის კითხვის შედეგად ვისწავლე საკუთარი თავის მოთოკვა. ახლა გაცილებით მიადვილდება სხვებთან საერთო ენის გამონახვა, და უფრო მეტი მეგობარიც შევიძინე“.

50 წელს გადაცილებული ქალი, სახელად ევნიკე, აღნიშნავს: „სწორედ ბიბლია დამეხმარა, უკეთესი ადამიანი გავმხდარიყავი და თავიდან მომეშორებინა ცუდი ჩვევები“.

ამ და ბიბლიის სხვა მილიონობით მკითხველის მსგავსად, თქვენც დარწმუნდებით, რომ ღვთის სიტყვას მართლაც შეუძლია თქვენი ცხოვრება გაცილებით აზრიანი გახადოს (ესაია 48:17, 18). სხვა ყველაფერთან ერთად ბიბლია დაგეხმარებათ 1) გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში, 2) ნამდვილი მეგობრების შეძენაში, 3) სტრესთან გამკლავებაში და 4) რაც ყველაზე მთავარია, ღვთის შესახებ ცოდნის მიღებაში. ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები ღვთისგან მომდინარეობს; ასე რომ, თუ მათ გაითვალისწინებთ, არასდროს დარჩებით იმედგაცრუებული, რადგან ღვთის რჩევები წუნდაუდებელია.

მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგათ და დაიწყოთ ბიბლიის კითხვა. კითხვის პროცესი უფრო სასიამოვნო და საინტერესო გახდება თქვენთვის, თუ მიჰყვებით შემდეგ სტატიაში მოცემულ რჩევებს.