წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი № 1, 2017

ღმერთის ბრალია, რომ მთელი კაცობრიობა იტანჯება?

რას ასწავლის ბიბლია?

რას ასწავლის ბიბლია?

ღმერთი იწვევს ადამიანთა ტანჯვას?

თქვენ რას ფიქრობთ?

  • კი

  • არა

  • ალბათ

ბიბლია ამბობს:

„შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!“ (იობი 34:10). ღმერთი არასოდეს იწვევს ადამიანთა ტანჯვას და ბოროტებას, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა.

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ადამიანთა ტანჯვის მთავარი მიზეზი სატანა ეშმაკია, რომელსაც „ქვეყნიერების მმართველი“ ეწოდება (იოანე 14:30).

  • გარდა ამისა, ბოროტებისა და ტანჯვის მიზეზი ხშირად თავად ადამიანები არიან, რადგან არასწორ გზას ირჩევენ ცხოვრებაში (იაკობი 1:14, 15).

მოეღება ოდესმე ტანჯვას ბოლო?

ზოგს სჯერა, რომ ადამიანებს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შეუძლიათ ბოლო მოუღონ ტანჯვას. ზოგს კი იმედი თითქმის სულ გადაეწურა და თვლის, რომ მსოფლიოში მდგომარეობას ვერავინ და ვერაფერი გამოასწორებს. თქვენ რას ფიქრობთ?

ბიბლია ამბობს:

ღმერთი ბოლოს მოუღებს ტანჯვას და აღარ იქნება „სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:3, 4).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ღმერთი იესოს მეშვეობით გაგვათავისუფლებს ტანჯვისგან, რომელსაც ეშმაკი იწვევს (1 იოანე 3:8).

  • ის ადამიანები, რომლებიც სწორად იქცევიან ღვთის თვალში, მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე, რომელთაც სიმშვიდეს ვერავინ დაურღვევს (ფსალმუნი 37:9—11, 29).

 

გაიგეთ მეტი

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

შენი აზრით, პირადად შენზე ზრუნავს ღმერთი? გაეცანი მის პიროვნებას და გაიგე, როგორ შეგიძლია დაუახლოვდე მას.