წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2015

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

შესაძლებელია ღვთის შესახებ ჭეშმარიტების გაგება?

რატომ სურს ღმერთს, რომ ვიცოდეთ ჭეშმარიტება? წაიკითხეთ იოანეს 17:3

ღმერთი ოდითგანვე აცნობს თავს კაცობრიობას. წარსულში ის თავის აზრებს ბიბლიის დამწერთ წმინდა სულით, ანუ თავისი მოქმედი ძალით, გადასცემდა (2 პეტრე 1:20, 21). ასე რომ, ღვთის შესახებ ჭეშმარიტების გაგება ბიბლიის მეშვეობით შეგვიძლია (წაიკითხეთ იოანეს 17:17; 2 ტიმოთეს 3:16).

ბიბლიაში ღმერთი საკუთარ თავზე მრავალ რამეს გვიმჟღავნებს. ის გვაგებინებს, თუ რატომ შექმნა ადამიანი, რას გააკეთებს კაცობრიობისთვის და დღეს რას მოითხოვს ჩვენგან (საქმეები 17:24—27). იეჰოვა ღმერთს სურს, ვიცოდეთ ჭეშმარიტება მის შესახებ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:3, 4).

რატომ მოსწონს ღმერთს ჭეშმარიტების მოყვარულნი?

იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია. მან თავისი ძე, იესო, დედამიწაზე გამოგზავნა, რათა ადამიანებისთვის სიმართლე ეუწყებინა. ამიტომ ყველა, ვისაც ჭეშმარიტება უყვარს, მიჰყვება იესოს სწავლებებს (იოანე 18:37). ღვთის სურვილია, რომ სწორედ ასეთი თაყვანისმცემლები ჰყავდეს (წაიკითხეთ იოანეს 4:23, 24).

სატანა ეშმაკმა ღმერთზე შეთხზული არაერთი ტყუილით მრავალი ადამიანი ჩამოაშორა შემოქმედს (2 კორინთელები 4:3, 4). ამ სიცრუით ცხოვრობენ ისინი, ვისაც არ უყვარს ის, რაც კარგი და ჭეშმარიტია (რომაელები 1:25). თუმცა მილიონობით გულწრფელი ადამიანი ბიბლიის შესწავლით ღვთის შესახებ სიმართლეს გებულობს (წაიკითხეთ საქმეების 17:11).

 

 

გაიგეთ მეტი

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

შენი აზრით, პირადად შენზე ზრუნავს ღმერთი? გაეცანი მის პიროვნებას და გაიგე, როგორ შეგიძლია დაუახლოვდე მას.

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?