წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2015

 მკითხველები გვეკითხებიან . . .

რა არის ცუდი საშობაო ტრადიციებში?

რა არის ცუდი საშობაო ტრადიციებში?

საუკუნეებია, რაც შობა ქრისტეს დაბადების დღის აღსანიშნავ ქრისტიანულ დღესასწაულად იქცა. თუმცა იბადება მეტად მნიშვნელოვანი კითხვა, რა საერთო აქვს შობასთან დაკავშირებულ ტრადიციებს ქრისტეს დაბადებასთან?

უპირველესად, მითოლოგიურ სანტა-კლაუსზე ვისაუბროთ. როგორც ცნობილია, სანტას მხიარული, თეთრწვერა, ვარდისფერლოყება და წითელ სამოსში გამოწყობილი პერსონაჟი 1931 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში სასმლის მწარმოებელი კომპანიისთვის შექმნილი წარმატებული საშობაო სარეკლამო სახეა. 1950-იან წლებში ბრაზილიელებს სურდათ, სანტა-კლაუსი ადგილობრივი მითოლოგიური პერსონაჟით ჩაენაცვლებინათ, მაგრამ სანტამ არა მარტო ეს პერსონაჟი დაჩრდილა, არამედ „თვით ჩვილი იესოც და 25 დეკემბრის დღესასწაულის ოფიციალური სიმბოლო გახდა“, — აღნიშნავს პროფესორი კარლოს ფანტინატი. მაგრამ მხოლოდ სანტა-კლაუსის პერსონაჟია არასწორი შობის დღესასწაულში? პასუხის მისაღებად ადრეული ქრისტიანების ისტორიას გადავხედოთ.

„ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ვკითხულობთ: „პირველი ორი საუკუნის განმავლობაში ქრისტიანები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ წამებულთა, მათ შორის იესო ქრისტეს, დაბადების დღის აღნიშვნას“. რატომ? ქრისტიანები დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ წეს-ჩვეულებად თვლიდნენ და არ სურდათ, რაიმე საერთო ჰქონოდათ მასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიბლიაში იესოს დაბადების თარიღი საერთოდ არ არის ნახსენები.

მიუხედავად იმისა, რომ ადრეულმა ქრისტიანებმა არ გადაიღეს დაბადების დღის აღნიშვნის წარმართული ჩვეულება ახ. წ. მე-4 საუკუნეში კათოლიკურმა ეკლესიამ შობის დღესასწაული მაინც დაამკვიდრა. ეკლესიას სურდა, გაემყარებინა საკუთარი პოზიციები და ჩამოეშორებინა მთავარი დაბრკოლება — პოპულარული წარმართული რომაული რელიგიები და მათთან დაკავშირებული ზამთრის მზებუდობის დღესასწაულები. ყოველწლიურად 17 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით „რომაელთა უმეტესობა მართავდა ნადიმებს, თამაშებს, საზეიმო მარშებს. ისინი ზეიმობდნენ სხვადასხვა დღესასწაულს, რითაც პატივს მიაგებდნენ თავიანთ წარმართულ ღვთაებებს“, — ნათქვამია პენი რესტადის წიგნში, „შობის დღესასწაული ამერიკაში“. 25 დეკემბერს კი რომაელები „უძლეველი მზის“ დაბადებას აღნიშნავდნენ. ასე რომ, შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს დაწესებით ეკლესიამ ბევრი რომაელის გული მოიგო. ისინი ახლა მზის დაბადების ნაცვლად იესოს დაბადებას ზეიმობდნენ. თავის წიგნში „სანტა-კლაუსის ბიოგრაფია“ მწერალი გერი ბოულერი წერს: „რომაელებს კვლავაც შეეძლოთ მიჰყოლოდნენ ზამთრის დღესასწაულებისთვის დამახასიათებელ მხიარულ წეს-ჩვეულებებს“, ოღონდ ერთი განსხვავებით, „ისინი ძველი ტრადიციებით ახალ დღესასწაულს აღნიშნავდნენ“.

აშკარაა, რომ უმთავრესი პრობლემა შობის დღესასწაულის წარმართული დასაბამია. სტეფან ნისენბაუმი თავის წიგნში, „ბრძოლა შობის დღესასწაულისთვის“, აღნიშნავს, რომ შობა „სხვა არაფერია, თუ არა ქრისტიანობით შენიღბული წარმართული დღესასწაული“. სწორედ ამის გამო, მისი აღნიშვნა შეურაცხყოფს ღმერთსა და მის ძეს, იესო ქრისტეს. რამდენად სერიოზულია ეს საკითხი? ამის დასანახვებლად ბიბლია შემდეგ კითხვებს სვამს: „რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?“ (2 კორინთელები 6:14). როგორც მრუდედ გაზრდილი ხის გასწორებაა შეუძლებელი, ისე ქრისტეს შობის დღესასწაულია გამოუსწორებლად დამახინჯებული, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტებასთან (ეკლესიასტე 1:15).

გაიგეთ მეტი

რას ამბობს ბიბლია შობის დღესასწაულზე?

თუ გაეცნობით 6 საშობაო ტრადიციის ისტორიას, გაოცდებით.

რატომ არ აღნიშნავთ შობას?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა იცის, საიდან იღებს სათავეს შობის დღესასწაული, ისინი მაინც აღნიშნავენ. გაიგეთ, რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები შობას.