არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ნოემბერი 2015

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

გაცოცხლდებიან მკვდრები?

არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ სიცოცხლის შემოქმედს შეუძლია სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს

იეჰოვა ღმერთი სიცოცხლის წყაროა (ფსალმუნი 36:9). მაშ, რა არის დაუჯერებელი იმაში, რომ ღმერთმა, რომელმაც სიცოცხლე შექმნა, გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნოს? ბიბლია გვარწმუნებს, რომ მომავალში ის ზუსტად ამას მოიმოქმედებს (წაიკითხეთ საქმეების 24:15). რატომ აღადგენს ღმერთი მკვდრებს?

დასაწყისშივე ჩვენს შემოქმედს სურდა, რომ ადამიანს მარადიულად ეცხოვრა დედამიწაზე (დაბადება 1:31; 2:15—17). მას დღესაც იგივე სურს ადამიანებისთვის. ღმერთს გული სტკივა, როცა ხედავს, რომ ჩვენი ხანმოკლე ცხოვრება ტანჯვითაა სავსე (წაიკითხეთ იობის 14:1, 14, 15).

სად აღდგებიან გარდაცვლილები?

ღმერთს ადამიანები ზეცაში საცხოვრებლად არ შეუქმნია. ზეცისთვის მან ანგელოზები შექმნა, ადამიანები კი დედამიწაზე დაასახლა (დაბადება 1:28; იობი 38:4, 7). დაფიქრდით, სად აღადგინა იესომ მკვდრები? ისევ დედამიწაზე. მსგავსად ამისა, მკვდრეთით აღდგენილთა უმეტესობას სიცოცხლე დედამიწაზე საცხოვრებლად დაუბრუნდება (წაიკითხეთ იოანეს 5:28, 29; 11:44).

თუმცა ღმერთმა ადამიანთაგან ამოარჩია მცირე რაოდენობა, რომელთაც ზეციური ცხოვრებისთვის აღადგენს სულიერ სხეულში (ლუკა 12:32; 1 კორინთელები 15:49, 50). ისინი ქრისტესთან ერთად იმეფებენ ზეციდან დედამიწაზე (წაიკითხეთ გამოცხადების 5:9, 10).

 

გაიგეთ მეტი

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რა არის მკვდრეთით აღდგომა?

შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, თუ ვინ აღდგება მომავალში.