წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2015

 მთავარი თემა | ამაოდ ხომ არ ვლოცულობთ?

ისმენს ვინმე ჩვენს ლოცვებს?

ისმენს ვინმე ჩვენს ლოცვებს?

ზოგის აზრით, ლოცვა უბრალოდ დროის ფლანგვაა და მეტი არაფერი, რადგან მას მაინც არავინ ისმენს. ზოგმა სცადა ელოცა, მაგრამ მათი ლოცვები უპასუხოდ დარჩა. ერთმა ათეისტმა, რომელმაც გონებაში დაუშვა ღვთის არსებობა, მას ლოცვაში შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გთხოვ, უბრალოდ ყურში ჩამჩურჩულე რამე“. თუმცა, როგორც თავად თქვა, ღმერთი დუმდა.

ბიბლიიდან კი ვიგებთ, რომ ღმერთი არის რეალური პიროვნება, რომელიც ისმენს ჩვენს ლოცვებს. ღვთის სიტყვაში დიდი ხნის წინათ მცხოვრები ხალხის მისამართით ნათქვამ სიტყვებს ვკითხულობთ: „ის [ღმერთი] უეჭველად წყალობას გიყოფს შენი ყვირილის ხმაზე; როგორც კი გაიგონებს მას, გიპასუხებს“ (ესაია 30:19). ბიბლიის სხვა მუხლში კი ნათქვამია: „მართალთა ლოცვა სასურველია მისთვის“ (იგავები 15:8).

იესო ლოცვით მამას მიმართავდა და მისი სათხოვარი „შესმენილ იქნა“ (ებრაელები 5:7)

ღვთის სიტყვა მათ შესახებაც მოგვითხრობს, ვისი ლოცვებიც შესმენილ იქნა. მაგალითად, იესომ „შესწირა . . . თხოვნა მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო, და შესმენილ იქნა“ (ებრაელები 5:7). მსგავს შემთხვევებს დანიელის 9:21-სა და 2 მატიანეს 7:1-შიც ვხვდებით.

მაშ, რატომ ფიქრობს ზოგი, რომ მათი ლოცვები უპასუხოდ რჩება? მიზეზი ნათელია: ჩვენი ლოცვები რომ შესმენილ იქნას, ლოცვით ბიბლიის ღმერთს, იეჰოვას, * უნდა მივმართოთ და არა სხვა რომელიმე ღმერთს ან თუნდაც წინაპრებს. ღმერთი აგრეთვე მოითხოვს, რომ „ვითხოვოთ მისი ნებისამებრ“, ანუ ვილოცოთ ისეთ საკითხებზე, რაც მის ნებას არ ეწინააღმდეგება. თუ ამგვარად ვლოცულობთ, ღმერთი გვარწმუნებს, რომ მოისმენს ჩვენს სათხოვარს (1 იოანე 5:14). აქედან გამომდინარე, იეჰოვა ღმერთმა ჩვენი ლოცვები რომ შეისმინოს, უნდა გავეცნოთ მას და გავიგოთ, რა არის მისი ნება.

მრავალ ადამიანს სჯერა, რომ ლოცვა უბრალოდ რელიგიური რიტუალი არ არის. ისინი დარწმუნდნენ, რომ ღმერთი ისმენს და პასუხობს მათ ლოცვებს. კენიელი ისაკი აღნიშნავს: „ვლოცულობდი, რომ ღმერთი ბიბლიის გაგებაში დამხმარებოდა, რის შემდეგაც მალევე დახმარება შემომთავაზეს“. ფილიპინებში მცხოვრებ ჰილდას კი სურდა, რომ მოწევისთვის თავი დაენებებინა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქმარმა ურჩია, რომ ელოცა ამ საკითხზე. ჰილდამ გაითვალისწინა ქმრის რჩევა და დღეს ასეთ რამეს ამბობს: „მაოცებდა იმის დანახვა, თუ როგორ მეხმარებოდა ღმერთი. თითქოს მოწევის სურვილი მიქრებოდა. ღვთის შეწევნით დავძლიე ეს მავნე ჩვევა“.

შეიძლება დაგებადოთ კითხვა: აღელვებს ღმერთს პირადად თქვენი საწუხარი და დაგეხმარებათ, თუკი თქვენი სათხოვარი მის ნებას შეესაბამება?

^ აბზ. 6 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.