წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი სექტემბერი 2015

 მთავარი თემა | ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

რატომ ვქადაგებთ?

რატომ ვქადაგებთ?

იეჰოვას მოწმეები ყველაზე მეტად მასშტაბური სამქადაგებლო საქმიანობით გამოვირჩევით. ჩვენ ვქადაგებთ ყველგან, სადაც ხალხია — კარდაკარ თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. რატომ ვაკეთებთ ამას?

იეჰოვას მოწმეების ქადაგების მიზანი ღვთის განდიდება და მისი სახელის საჯაროდ გაცხადებაა (ებრაელები 13:15). ჩვენ აგრეთვე ვემორჩილებით იესო ქრისტეს მითითებას, რომელმაც თავის მიმდევრებს მოუწოდა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).

გარდა ამისა, ჩვენ გვიყვარს მოყვასი (მათე 22:39). ვიცით, რომ უმრავლესობას საკუთარი რელიგია აქვს და ყველა არ დაინტერესდება ჩვენი ცნობით. თუმცა გვესმის, რომ ბიბლიური სწავლებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ მივყვებით პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითს, რომლებიც „დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქმეები 5:41, 42).

სოციოლოგმა ანტონიო კოვა მადურომ დაწერა, „თუ რა ძალისხმევის, თავგანწირვისა და რისკის ფასად უჯდებათ იეჰოვას მოწმეებს, რომ ღვთის სიტყვამ დედამიწის უშორეს წერტილებამდე მიაღწიოს“. (ამონარიდი ვენესუელაში გამომავალი გაზეთიდან El Universal)

ჩვენს ლიტერატურას უმეტესწილად ისინი კითხულობენ, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. მილიონობით ადამიანი, რომლებიც ჩვენთან ბიბლიას სწავლობენ, სხვა რელიგიას მიეკუთვნებიან. მიუხედავად ამისა, ისინი მადლიერნი არიან, რომ იეჰოვას მოწმეები აკითხავენ.

შეიძლება, იეჰოვას მოწმეების შესახებ სხვა კითხვებიც გაგიჩნდეთ. პასუხების მისაღებად შეგიძლიათ . . .

  • მიმართოთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს.

  • ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს www.jw.org.

  • დაესწროთ ჩვენს შეხვედრებს, რომლებზე დასწრებაც ყველასთვის უფასოა.

გაიგეთ მეტი

ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები, რომ მხოლოდ თავად გადარჩებიან?

ბიბლიიდან ვიგებთ, თუ ვის ექნება გადარჩენის შესაძლებლობა.

ეწევიან თუ არა იეჰოვას მოწმე ქალები რელიგიურ მსახურებას?

რა წვლილი შეაქვთ ქალებს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაში?