წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი სექტემბერი 2015

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რატომ ჩაიწერა ბიბლიაში წინასწარმეტყველებები?

რატომ ჩაიწერა ბიბლიაში იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც დღეს სრულდება? (ლუკა 21:10, 11).

ბიბლიაში ბევრი დეტალური წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი. მომავლის ზუსტად განჭვრეტა არც ერთ ადამიანს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება გვარწმუნებს, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 23:14; 2 პეტრეს 1:20, 21).

შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები მტკიცე საფუძველს გვაძლევს, ვიწამოთ ღმერთი (ებრაელები 11:1). ეს ყველაფერი იმაშიც გვარწმუნებს, რომ ნათელ მომავალთან დაკავშირებული ღვთის დაპირებები უეჭველად შესრულდება. ამგვარად, ბიბლიური წინასწარმეტყველებები მომავლის მტკიცე იმედს გვისახავს (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:29; რომაელების 15:4).

როგორ გვეხმარება ბიბლიური წინასწარმეტყველებები?

ზოგიერთი ბიბლიური წინასწარმეტყველება ღვთის მსახურებს მოქმედებისკენ მოგვიწოდებს. მაგალითად, როდესაც პირველი საუკუნის ქრისტიანებმა იერუსალიმის განადგურებასთან დაკავშირებული ზოგი წინასწარმეტყველების შესრულება საკუთარი თვალით იხილეს, ქალაქი დატოვეს. მოგვიანებით, როდესაც იერუსალიმი იმის გამო განადგურდა, რომ უმრავლესობამ იესო უარყო, ქრისტიანები უკვე სამშვიდობოს იყვნენ გასულნი (წაიკითხეთ ლუკას 21:20—22).

შესრულებული წინასწარმეტყველებებიდან ვიგებთ, რომ ღვთის სამეფო მალე ბოლოს მოუღებს ადამიანთა მთავრობებსა და მმართველობებს (დანიელი 2:44; ლუკა 21:31). ამიტომ სწორედ ახლაა იმის დრო, რომ კეთილგანწყობა მოვიპოვოთ იესო ქრისტეს თვალში, რომელიც ღმერთმა ამ სამეფოს მეფედ დანიშნა (წაიკითხეთ ლუკას 21:34—36).

 

გაიგეთ მეტი

რა არის ღვთის სამეფო?

გაეცანი, რატომ არის ღვთის სამეფო სხვა ყველა მთავრობებზე აღმატებული

როგორ არის დანიელის წიგნში ნაწინასწარმეტყველები მესიის მოსვლა?

ხუთასზე მეტი წლით ადრე ღმერთმა დანიელს გაუმჟღავნა, როდის მოვიდოდა მესია. გაიგეთ მეტი ამ დიდებული წინასწარმეტყველების შესახებ