წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აგვისტო 2015

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

სულ ეს არის ცხოვრება?

ხომ არ ფიქრობ, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა?

გიფიქრიათ ოდესმე, რა არის ჩვენი ცხოვრება? ნუთუ ის მხოლოდ გართობაში, მუშაობაში, ოჯახის შექმნაში, ბავშვების აღზრდასა და სიბერეში უნდა გავლიოთ? (იობი 14:1, 2). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ეს საკითხი ყველაზე ბრძენ ადამიანებსაც კი აღელვებთ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 2:11).

აქვს ჩვენს სიცოცხლეს აზრი? სანამ ამ კითხვაზე მივიღებთ პასუხს, უმჯობესი იქნებოდა, გაგვეგო, როგორ გაჩნდა სიცოცხლე. იმაზე დაფიქრებამ, თუ რა საოცრადაა აგებული ჩვენი ტვინი და სხეული, მრავალი დაარწმუნა, ბრძენი შემოქმედის არსებობაში (წაიკითხეთ ფსალმუნის 139:14). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მან კონკრეტული მიზნით შეგვქმნა. ამის გაგება ჩვენს სიცოცხლეს ნამდვილად შესძენს აზრს.

რატომ შეიქმნა ადამიანი?

ღმერთმა აკურთხა ადამიანთა პირველი წყვილი და მათ სასიამოვნო დავალება მისცა. მისი განზრახვა იყო, რომ ადამიანებს აევსოთ დედამიწა, ჩვენი პლანეტა სამოთხის ბაღად ექციათ და ეცხოვრათ მარადიულად (წაიკითხეთ დაბადების 1:28, 31).

ადამიანების დაუმორჩილებლობის გამო ღვთის განზრახვის შესრულება დროებით გადაიდო. თუმცა ღმერთს არც ჩვენზე და არც თავისი განზრახვის შესრულებაზე ხელი არ ჩაუქნევია. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი ერთგული თაყვანისმცემლების სახსნელად და დედამიწასთან დაკავშირებული თავისი განზრახვის შესასრულებლად კვლავაც შრომობს. მას სურს, საკუთარი თვალით იხილოთ, როგორი ცხოვრება ჰქონდა ადამიანებისთვის განზრახული (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:29). ბიბლიის დახმარებით გაიგეთ, თუ რა სიკეთე მოაქვს პირადად თქვენთვის ღვთის განზრახვის შესრულებას.

 

გაიგეთ მეტი

რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?

ნამდვილად გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ ღვთის განზრახვის თანახმად? თუ ასეა, როდის?

რა არის სიცოცხლის აზრი?

დაგბადებიათ ოდესმე კითხვა: „რა არის სიცოცხლის აზრი?“. ნახეთ, რას გვპასუხობს ბიბლია ამ კითხვაზე.