წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ივლისი 2015

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ჩემი ცხოვრება ცუდიდან უარესობისკენ იცვლებოდა

ჩემი ცხოვრება ცუდიდან უარესობისკენ იცვლებოდა
  • დაბადების წელი: 1952

  • ქვეყანა: შეერთებული შტატები

  • წარსულში: ფიცხი და აგრესიული

მოკლე ბიოგრაფია:

გავიზარდე ლოს-ანჯელესში (კალიფორნია, აშშ). ვცხოვრობდი ბანდიტებითა და ნარკომანებით სავსე უბნებში. ექვსი დედმამიშვილიდან მეორე ვიყავი.

დედაჩემი ევანგელისტური ეკლესიის წევრი იყო და ჩვენც ევანგელისტებად აღგვზარდა. მიუხედავად ამისა, მოზარდობის ასაკში ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობდი — კვირაობით ეკლესიის გუნდში ვგალობდი, დანარჩენი დღეები კი გართობით, ნარკოტიკების მოხმარებითა და უზნეო ცხოვრებით ვიყავი დაკავებული.

ფიცხი და აგრესიული ხასიათი მქონდა. ჩხუბის დროს რაც ხელში მომხვდებოდა, ყველაფერს იარაღად ვიყენებდი. ეკლესიაში ნასწავლი ვერაფერში მეხმარებოდა. ვამბობდი, „შურისძიება უფალს ეკუთვნის, მე კი მას აღვასრულებ!“. 1960-იანი წლების ბოლოს, როცა ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, პოლიტიკური დაჯგუფების, „შავი ავაზას“, მოსაზრებები გავიზიარე, რომელიც სამოქალაქო უფლებების მოსაპოვებლად აგრესიულად მოქმედებდა. შევუერთდი სტუდენტურ გაერთიანებას, რომელიც მოქალაქეების უფლებებისთვის იბრძოდა. რამდენჯერმე საპროტესტო აქცია მოვაწყეთ, რის გამოც სკოლა დროებით იხურებოდა ხოლმე.

ფიცხი და აგრესიული ხასიათის გამო მხოლოდ საპროტესტო გამოსვლებით ვერ ვკმაყოფილდებოდი. ამიტომ ძალადობრივ დანაშაულებების ჩადენასაც მივყავი ხელი. მაგალითად, ერთხელ კინოთეატრში მეგობრებთან ერთად ვუყურე ფილმს, რომელიც შეერთებულ შტატებში აფრიკელი მონების ტანჯვა-წამების ისტორიას ასახავდა. ამ უსამართლობით განრისხებულები დარბაზში მყოფ თეთრკანიან ახალგაზრდებს დავესხით თავს. შემდეგ თეთრკანიანების უბანში წავედით, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გვეცემა.

მოზარდობის ასაკს რომ გადავაბიჯე, მე და ჩემი ძმები ძალიან ბევრ დანაშაულს ჩავდიოდით. სამართალდამცავებთან პრობლემები შეგვექმნა. ჩემი ერთ-ერთი უმცროსი ძმა ცუდი რეპუტაციით ცნობილი ბანდის წევრი იყო, რომელთან კავშირი მეც დავიჭირე. ჩემი ცხოვრება ცუდიდან უარესობისკენ იცვლებოდა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

ერთხელ მეგობრის მშობლებმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ, კრების შეხვედრაზე დამპატიჟეს, რაზეც დავთანხმდი. იქ მისულმა მაშინვე შევნიშნე, რომ იეჰოვას მოწმეები სხვებისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. ყველას ბიბლია ეჭირა ხელში და შეხვედრის მსვლელობისას თავიან ბიბლიებში ადევნებდნენ თვალს წაკითხულს. თემებით ახალგაზრდებიც კი გამოდიოდნენ. ძალიან  გამაოცა იმის გაგებამ, რომ თურმე ღვთის სახელი იეჰოვა ყოფილა და რომ მოწმეები ხშირად იყენებდნენ მის სახელს (ფსალმუნი 83:18). მართალია, კრებაში სხვადასხვა ეროვნების ადამიანი იყო, მაგრამ მათ შორის რასობრივი ბარიერი საერთოდ არ იგრძნობოდა.

თავიდან ბიბლიის შესწავლაზე არ ვთანხმდებოდი, თუმცა შეხვედრებზე სიარული ძალიან მომწონდა. ერთ საღამოს, როცა მე კრების შეხვედრაზე ვიყავი, ჩემი მეგობრები კონცერტზე წასულან. მათ იქ ცემით მოუკლავთ ერთი მოზარდი, რომელსაც ტყავის ქურთუკი არ დაუთმია. მეორე დღეს კი იმით იკვეხნიდნენ, რომ უდანაშაულო ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს. ისინი თავიანთ დანაშაულს გასამართლების დროსაც კი არ აღიქვამდნენ სერიოზულად. უმრავლესობას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რა კარგია, რომ იმ საღამოს მათ გვერდით არ ვიყავი. ამ ამბის შემდეგ ცხოვრების შეცვლა გადავწყვიტე და ბიბლიის შესწავლა დავიწყე.

რადგან ყველგან რასობრივ სიძულვილს ვხედავდი, მხიბლავდა იეჰოვას მოწმეების ურთიერთდამოკიდებულება. მაგალითად გავოცდი, როცა თეთრკანიანმა მოწმემ, რომელიც დროებით საზღვარგარეთ წავიდა, შვილები შავკანიანთა ოჯახს დაუტოვა. ან პირიქით, როცა შავკანიანი ახალგაზრდა, რომელსაც თავშესაფარი დასჭირდა, თეთრკანიანთა ოჯახმა მიიღო. დავრწმუნდი, რომ იეჰოვას მოწმეების სახით ნამდვილი საძმო ვიპოვე, რომლებიც ასრულებენ იოანეს 13:35-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“.

ბიბლიის შესწავლასთან ერთად ვხვდებოდი, რომ აზროვნება უნდა შემეცვალა. იმდენად უნდა გარდამექმნა გონება, რომ მხოლოდ მშვიდობისმყოფელი კი არ უნდა გავმხდარიყავი, არამედ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ცხოვრების საუკეთესო გზა იყო (რომაელები 12:2). თანდათან პროგრესს განვიცდიდი, ამიტომ 1974 წლის იანვარში იეჰოვას მოწმედ მოვინათლე.

იმდენად უნდა გარდამექმნა გონება, რომ მხოლოდ მშვიდობისმყოფელი კი არ უნდა გავმხდარიყავი, არამედ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ცხოვრების საუკეთესო გზა იყო

ფიცხ ხასიათზე მუშაობა მონათვლის შემდეგაც მჭირდებოდა. ერთხელ კარდაკარ მსახურებისას დავინახე, რომ ქურდმა მანქანიდან რადიო მომპარა და გავეკიდე. რომ დავეწიე, მან რადიო დაბლა დააგდო და გაიქცა. როცა ეს შემთხვევა სხვებს მოვუყევი, ერთმა უხუცესმა მკითხა: „სტეფან, რას იზამდი ქურდი რომ დაგეჭირა?“. ამ კითხვამ დამაფიქრა და აღმძრა, რომ უფრო მეტად მემუშავა სიმშვიდის შენარჩუნებაზე.

1974 წლის ოქტომბერში სრული დროით მსახურება დავიწყე. სხვებისთვის ბიბლიის სწავლებას თვეში 100 საათს ვუთმობდი. მოგვიანებით წილად მხვდა პატივი, რომ მოხალისედ მემსახურა იეჰოვას მოწმეების მთავარ სამმართველოში (ბრუკლინი, ნიუ-იორკი). 1978 წელს ლოს-ანჯელესში ავადმყოფი დედის მოსავლელად დავბრუნდი. ორი წლის შემდეგ კი ჩემს ძვირფას მეუღლეზე, არანდაზე დავქორწინდი. დედის სიკვდილამდე ის ძალიან მეხმარებოდა მის მოვლაში და ყველანაირად მედგა მხარში. მოგვიანებით მე და არანდამ „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ გავიარეთ და მისიონერებად პანამაში დავინიშნეთ, სადაც დღემდე ვმსახურობთ.

ნათლობის შემდეგ რამდენჯერმე აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, როცა შეიძლებოდა განვრისხებულიყავი. მაგრამ ვისწავლე, რომ ან გავეცალო მათ, ვინც ჩემ გაღიზიანებას ცდილობს, ან პრობლემა მშვიდად მოვაგვარო. როდესაც პრობლემებს მშვიდად ვაგვარებ, ბევრის, მათ შორის ჩემი მეუღლის, ქებას ვიმსახურებ. ზოგჯერ ჩემი საქციელი მე თვითონ მაოცებს. რა თქმა უნდა, ასეთი ცვლილებები ჩემი დამსახურება არ არის. ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ ბიბლიას ადამიანის გარდაქმნის ძალა აქვს (ებრაელები 4:12).

კურთხევები:

ბიბლიამ ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინა და ნამდვილ მშვიდობისმყოფელ ადამიანად მაქცია. ხალხს აღარ ვცემ; პირიქით, ახლა მათ სულიერ გამოჯანმრთელებაში ვეხმარები. ბიბლიის შესწავლაში ჩემს თანასკოლელსაც კი დავეხმარე, რომელსაც ერთ დროს მტრად მივიჩნევდი. მისი მონათვლის შემდეგ გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრებაც მოგვიწია. დღეს ჩვენ ახლო მეგობრები ვართ. მე და ჩემი მეუღლე 80-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ ბიბლიის შესწავლასა და იეჰოვას მოწმედ გახდომაში.

უაღრესად ვემადლიერები იეჰოვას იმისთვის, რომ აზრით აღსავსე და ბედნიერი ცხოვრება მაქვს; აგრეთვე იმისთვის, რომ ნამდვილი საძმოს წევრი ვარ.

გაიგეთ მეტი

რა არის სიცოცხლის აზრი?

დაგბადებიათ ოდესმე კითხვა: „რა არის სიცოცხლის აზრი?“. ნახეთ, რას გვპასუხობს ბიბლია ამ კითხვაზე.