წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ივლისი 2015

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

როგორ იყენებდნენ ხელსაფქვავს უძველეს დროში?

ძველად ხელსაფქვავით მარცვლეულს ფქვილად აქცევდნენ და მისგან პურს ამზადებდნენ. უმეტეს ოჯახში ხელსაფქვავის გამოყენება ქალებისა თუ მსახურებისთვის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენდა. უძველეს დროში ხელსაფქვავების ხმაური ყოველდღე გაისმოდა (გამოსვლა 11:5; იერემია 25:10).

ძველ ეგვიპტურ არქეოლოგიურ ძეგლებზე გამოსახულია ფქვის პროცესი. ხელსაფქვავთან მომუშავე მარცვლეულს ოდნავ ჩაზნექილ ჰორიზონტალური ქვის ზედაპირზე ათავსებდა, რომელსაც ხელის სასრესელასაც ეძახდნენ. იგი ხელსაფქვავთან იმუხლებოდა, ორივე ხელით შედარებით მცირე ზომის ქვას იჭერდა და მას მარცვლეულის დასაფქვავად ჰორიზონტალური ქვის ზედაპირზე წინ და უკან ამოძრავებდა. ერთი წყაროს თანახმად, ჩვეულებრივი ზედა ქვა 2—4 კგ-მდე იწონიდა. ამ ქვის იარაღად გამოყენება, შესაძლოა მომაკვდინებელი ყოფილიყო (მსაჯულები 9:50—54).

მარცვლეულის დაფქვა იმდენად მნიშვნელოვანი იყო ოჯახის კეთილდღეობისთვის, რომ ბიბლია კრძალავდა დოლაბის გირაოდ წაღებას. კანონის 24:6-ში ვკითხულობთ: „არავინ წაიღოს გირაოდ ხელსაფქვავი ან ზედა დოლაბი, რადგან კაცის სულს წაიღებს გირაოდ“.

რა იგულისხმება სიტყვებში „მკერდთან მყოფი“?

ბიბლიაში იესოზე ნათქვამია, რომ ის არის „მამის მკერდთან მყოფი“ (იოანე 1:18). ეს სიტყვები იესოსა და ღმერთს შორის არსებულ ახლო და განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიუთითებს. ის აგრეთვე კარგად ასახავს სადილობის იუდაურ ტრადიციას.

იესოს დროს იუდეველები სადილს მაგიდის ირგვლივ მოწყობილ ტახტებზე წამოწოლილები შეექცეოდნენ. თანამესუფრენი მარცხენა იდაყვზე დაყრდნობილი, სახით მაგიდისკენ იყვნენ წამოწოლილები, რის გამოც ფეხები მაგიდისგან შორს ჰქონდათ. ასეთი პოზიცია მათ მარჯვენა ხელს უთავისუფლებდა და სადილის თავისუფლად მირთმევის საშუალებას აძლევდა. რადგანაც ყველანი ტახტზე ერთმანეთის გვერდიგვერდ მარცხენა გვერდზე იყვნენ წამოწოლილები, „თითოეულს თავი უკან მჯდომის მკერდთან ჰქონდა ახლოს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთმანეთის მკერდთან იყვნენ“, — აღნიშნულია ერთ წყაროში.

ნადიმობისას ოჯახის თავისა თუ მასპინძლის მკერდთან ყოფნა განსაკუთრებულ პატივად ითვლებოდა. უკანასკნელი პასექის აღნიშვნისას იესოს საყვარელი მოწაფე იოანე მის მკერდთან ისე ახლოს იჯდა, რომ კითხვის დასმისას შეეძლო იესოს მკერდზე მიყრდნობოდა (იოანე 13:23—25; 21:20).