წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ივნისი 2015

 მთავარი თემა | ჩაანაცვლა მეცნიერებამ ბიბლია?

რა გავლენას ახდენს მეცნიერება თქვენს ცხოვრებაზე

რა გავლენას ახდენს მეცნიერება თქვენს ცხოვრებაზე

ერთი ლექსიკონის თანახმად, მეცნიერება არის „ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება და სისტემატიზაცია. მეცნიერული ცოდნის დაგროვება ხდება ბუნების, საზოგადოების ან სხვა ობიექტის სამეცნიერო მეთოდით შესწავლის შედეგად“. მეცნიერული ცდებისა და კვლევების ჩატარება, რომელსაც კვირები, თვეები და წლებიც კი სჭირდება, დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მეცნიერების მთელი შრომა წყალში იყრება, უმეტეს შემთხვევაში ისინი წარმატებას აღწევენ, რასაც კაცობრიობისთვის დიდი სიკეთე მოაქვს. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი:

ერთმა ევროპულმა კომპანიამ პლასტმასისა და ფილტრის გამოყენებით შექმნა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ფილტრავს დაბინძურებულ წყალს და ხალხს მრავალი დაავადებისგან იცავს. მსგავს მოწყობილობებს სტიქიური უბედურებების დროს იყენებენ. მაგალითად, ასეთი დანადგარი 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის დროს გამოიყენეს.

დედამიწის ორბიტის გარშემო მოძრავი სატელიტური თანამგზავრები ქმნიან გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელ სისტემას, რაც GPS-ის სახელით არის ცნობილი. ეს სისტემა, რომელიც თავდაპირველად სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა, დღეს დიდ დახმარებას უწევს მძღოლებს, მფრინავებს, ზღვაოსნებს, მონადირეებსა და მოლაშქრეებსაც კი. მეცნიერების მიერ შექმნილი GPS მოწყობილობის წყალობით გვიადვილდება დანიშნულების ადგილამდე მისვლა.

იყენებთ მობილურ ტელეფონს, კომპიუტერსა და ინტერნეტს? გიმგზავრიათ თვითმფრინავით? გამოგიცდიათ საკუთარ თავზე მედიცინაში მიღწეული წარმატებები, რის შედეგადაც გაგიუმჯობესდათ ჯანმრთელობა ან სრულიად გამოჯანმრთელდით? თუ დიახ, ესე იგი, თქვენ სარგებლობთ მეცნიერული მიღწევებით. მართლაც, მეცნიერება ჩვენზე მრავალმხრივ მოქმედებს დადებითად.

შეზღუდვები თანამედროვე მეცნიერებაში

თანამედროვე მეცნიერები თავიანთი კვლევის სფეროს გასაფართოებლად, კიდევ უფრო ღრმად სწავლობენ ბუნებას. მაგალითად, ფიზიკოსები უფრო სიღრმისეულად იკვლევენ ატომს, ხოლო ასტროფიზიკოსები სამყაროს წარმოშობის დასადგენად მილიარდობით წლით უკან ბრუნდებიან. რაც უფრო ღრმად და შორს მიდიან მეცნიერები თავიანთი კვლევებით და ცდილობენ, ჩასწვდნენ თვალისთვის უხილავ და მიუწვდომელ სამყაროს, მით უფრო უძლიერდებათ იმის რწმენა, რომ შეძლებენ ბიბლიის ღმერთის პოვნას, თუ ის ნამდვილად არსებობს.

როგორც მეცნიერი ამირ აკზელი ამბობს, ზოგი გამოჩენილი მეცნიერი და ფილოსოფოსი „ღვთის არარსებობის დამადასტურებელ მეცნიერულ ფაქტებს“ ეძებენ. მაგალითად, მსოფლიოში აღიარებული ფიზიკოსი ასეთ რამეს ამბობს: „რადგან არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ არსებობს სამყაროს მმართველი რომელიმე ღმერთი, უფრო მეტად გვიმყარდება ღვთის არსებობასთან დაკავშირებული საფუძვლიანი ეჭვები“. სხვები კი ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის საქმეებს „ჯადოქრობასა“ და „ამოუხსნელ ხრიკებს“ უწოდებენ. *

 მაგრამ იბადება კითხვა: საკმარისად შეისწავლეს მეცნიერებმა სამყარო, საიმისოდ, რომ ცალსახა დასკვნების გაკეთება შეძლონ? რა თქმა უნდა, არა. მართალია, მეცნიერებმა საოცრად დიდ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ მრავალი მათგანი აღიარებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან და შესაძლოა, ვერც ვერასოდეს გაიგონ. სამყაროს შეცნობასთან დაკავშირებით ფიზიკოსმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, სტივენ ვაინბერგმა, თქვა: „სამყაროს ბოლომდე ვერასოდეს შევისწავლით“. ხოლო ბრიტანეთის სამეფო ასტრონომმა, მარტინ რისმა, დაწერა: „შესაძლოა, არსებობდეს ისეთი საკითხები, რასაც ადამიანები ვერასოდეს ჩასწვდებიან“. ფაქტია, რომ მეცნიერებს არ შესწევთ ყველაფრის შესწავლის ძალა — ბუნებაში არსებული პაწაწინა უჯრედიდან დაწყებული უკიდეგანო სამყაროთი დამთავრებული. მოვიყვანოთ ამის რამდენიმე მაგალითი:

  • ბიოლოგები ბოლომდე ვერ სწვდებიან უჯრედში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს. მაგალითად იმას, თუ როგორ გადააქვს უჯრედს ენერგია, როგორ წარმოქმნის ცილებს და როგორ იყოფა.

  • მიზიდულობის ძალა ჩვენზე ყოველ წამს მოქმედებს. თუმცა ეს ძალა მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ საიდუმლოებითაა მოცული. მათ ბოლომდე არ ესმით, როგორ გვიზიდავს ახტომის შემდეგ გრავიტაცია მიწისკენ ან როგორ აჩერებს მთვარეს თავის ორბიტაზე დედამიწის გარშემო.

  • კოსმოლოგების ვარაუდით, სამყაროს დაახლოებით 95 პროცენტი სამეცნიერო ხელსაწყოებისთვის უხილავი და ამოუცნობია. ისინი ამ შეუსწავლელ ნაწილს ორ კატეგორიად, ბნელ მატერიად და ბნელ ენერგიად, ყოფენ.

არსებობს სამყაროს სხვა შეუსწავლელი მხარეებიც, რაც საგონებელში აგდებს მეცნიერებს. რატომ არის ეს ყურადსაღები? ერთი ცნობილი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი წერს: „ჩვენი ცოდნა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ჯერ კიდევ შესასწავლია. ჩემი აზრით, მეცნიერება ჩარჩოებში კი არ უნდა გაქცევდეს, არამედ უნდა გაოცებდეს და მეტის გაგების სურვილს გიჩენდეს“.

თუ ფიქრობთ, რომ მეცნიერება ძალიან მალე ჩაანაცვლებს ბიბლიას და ხალხს ღვთისადმი რწმენას დაუკარგავს, დაფიქრდით შემდეგ საკითხზე: თუ საუკეთესო მეცნიერებმა თანამედროვე და ძლიერი ხელსაწყოებით სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილის შესწავლა შეძლეს, განა სწორი იქნება, ერთი ხელის მოსმით უარვყოთ იმ ყველაფრის არსებობა, რისი შესწავლაც მათ უბრალოდ არ ძალუძთ? ასტრონომიის ისტორიისა და განვითარებისადმი მიძღვნილი გრძელი სტატიის ბოლოს, დასკვნის სახით „ენციკლოპედია ბრიტანიკა“ წერს: „მართალია, ასტრონომია თითქმის 4 000 წელია, რაც არსებობს, მაგრამ სამყარო ისეთივე შეუცნობელია ჩვენთვის, როგორიც ის ბაბილონელებისთვის იყო“.

იეჰოვას მოწმეები პატივს სცემენ ადამიანის უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ, მივყვეთ შემდეგ ბიბლიურ მითითებას: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიკვლიოთ, რამდენად ეთანხმება ბიბლია და მეცნიერება ერთმანეთს.

^ აბზ. 9 ეკლესიის ადრეულმა თუ დღევანდელმა სწავლებებმა ზოგს ბიბლიისადმი რწმენა დაუკარგა. მაგალითად, ასეთ სწავლებებს მიეკუთვნება ის, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია, და რომ ის ექვს 24-საათიან დღეში შეიქმნა. იხილეთ ჩარჩო „ ბიბლია და დამტკიცებული მეცნიერული ფაქტები“.

გაიგეთ მეტი

არსებობს ღმერთი?

ბიბლიიდან ვიგებთ ღვთის არსებობის დამადასტურებელ ხუთ მტკიცებულებას.

რას ამბობს ბიბლია შემოქმედებაზე?

ბიბლია აღწერს ექვს დღეს, რომლის განმავლობაშიც ღმერთმა სიცოცხლე შექმნა. 24-საათიანი ხანგრძლივობის დღეები იყო ისინი?

ბიბლიის თვალსაზრისი ჯანმრთელობაზე

გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია ავადმყოფობაზე და მკურნალობაზე.