წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2015

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რა არის სასამართლოს დღე?

რატომ იქნება სასამართლოს დღე ბედნიერების მომტანი?

ბიბლიურ დროში თავისი ერი უსამართლობისგან რომ დაეცვა, ღმერთმა მათ მსაჯულები დაუყენა (მსაჯულები 2:18). სასამართლოს დღეს ბიბლია აღწერს, როგორც ბედნიერ დროს, როცა მთელი დედამიწის მოსამართლე, იეჰოვა ღმერთი, იხსნის კაცობრიობას უსამართლობის მარწუხებისგან (წაიკითხეთ ფსალმუნის 96:12, 13; ესაიას 26:9).

ღმერთმა იესოს მისცა უფლება, სამართალი გაუჩინოს, როგორც ცოცხლებს, ისე მკვდრებს (საქმეები 10:42; 17:31). მრავალი ადამიანი ისე გარდაიცვალა, რომ არ იცნობდა ღმერთს. სასამართლოს დღეს იესო ასეთ ადამიანებს მკვდრეთით აღადგენს და მისცემს საშუალებას, გაიცნონ და შეიყვარონ ჭეშმარიტი ღმერთი (წაიკითხეთ საქმეების 24:15).

რატომ გასტანს სასამართლოს დღე ათას წელს?

მკვდრები ათასი წლის განმავლობაში აღდგებიან (გამოცხადება 20:4, 12). მათ დრო დასჭირდებათ ღვთის კანონების სასწავლად და მისადმი მორჩილების გამოსავლენად. გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანები გასამართლდებიან იმის მიხედვით, რასაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოიმოქმედებენ (წაიკითხეთ რომაელების 6:7).

ბიბლია აგრეთვე მოიხსენიებს სასამართლოს დღეს, რომელიც მოულოდნელად, ათასწლიანი პერიოდის დაწყებამდე, დაატყდება თავს კაცობრიობას. ამ დღეს აგრეთვე ეწოდება აღსასრულის დღე, რის შესახებაც ამ ნომრის მთავარ თემაში იყო საუბარი. მაშინ ღმერთი გაანადგურებს ყველა უღვთო და ბოროტ ადამიანს (2 პეტრე 3:7). ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ღმერთს ჩვენი სიყვარული დავუმტკიცოთ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:9, 13).