წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2015

 მთავარი თემა | ახლოს არის აღსასრული?

აღსასრულს მრავალი გადაურჩება გადარჩენა თქვენც შეგიძლიათ

აღსასრულს მრავალი გადაურჩება გადარჩენა თქვენც შეგიძლიათ

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ აღსასრულს თან ახლავს განადგურება: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება . . . ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა“ (მათე 24:21, 22). მაგრამ ღმერთი გვპირდება, რომ მრავალი ადამიანი გადარჩება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გადადის ქვეყნიერება . . . ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17).

რა უნდა გააკეთოთ, თუ გსურთ, გადარჩეთ აღსასრულის დღეს და იცხოვროთ მარადიულად? უნდა მოიმარაგოთ საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები? არა! წმინდა წერილები გვარწმუნებს, რომ გადასარჩენად სულ სხვა რამის გაკეთებაა საჭირო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუ ყველაფერი ასე დაიშლება, მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“ (2 პეტრე 3:10—12). როგორც კონტექსტიდან ვიგებთ, „ყველაფერი“, რაც დაიშლება გულისხმობს ამ ბოროტი ქვეყნიერების მმართველობით სისტემას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ღვთის სამეფოს ნაცვლად მას უჭერს მხარს. აშკარაა, რომ საკვების ან სხვა ნივთების ვერანაირი მარაგი ვერ გვიხსნის განადგურების დღეს.

სინამდვილეში ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, ვსწავლობთ თუ არა იეჰოვა ღმერთის მოსაწონად ცხოვრებას და ვინარჩუნებთ თუ არა მისადმი ერთგულებას (სოფონია 2:3). ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას ავყვეთ და უგულებელვყოთ ბოლო დღეების აშკარა ნიშანი, საჭიროა, ყოველთვის გვახსოვდეს „ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით გაჩვენებენ ბიბლიიდან, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ გადასარჩენად.

გაიგეთ მეტი

რა არის სასიხარულო ცნობა?

გაიგეთ რა არის სასიხარულო ცნობა ღვთისგან, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა მოითხოვება თქვენგან.

როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?

თქვენი წარმომავლობის მიუხედავად, ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის ცნობის გაგება შესაძლებელია.