წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აპრილი 2015

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რა ელის კაცობრიობას?

როგორ ჩაუყარა იესოს სიკვდილმა საფუძველი საზოგადოებას, რომლის წევრებიც უანგაროდ ზრუნავენ ერთმანეთზე?

ადამიანებმა მეცნიერებაში დიდ პროგრესს მიაღწიეს და ეჭვგარეშეა, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. მაგრამ იბადება კითხვა: შეძლებენ კი ისინი, შექმნან საზოგადოება, რომლის წევრებიც უანგაროდ იზრუნებენ ერთმანეთზე? ვერა! დღეს ადამიანები ხარბები და ეგოცენტრულები არიან. მაგრამ ღმერთმა ჩვენთვის უკეთესი მომავალი განიზრახა (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:13).

ღვთის სიტყვაში აღწერილია მომავალი საზოგადოება, რომლის წევრებსაც ნამდვილად ეყვარებათ ერთმანეთი. ადამიანები უსაფრთხოდ იცხოვრებენ და ზიანს არავინ მიაყენებს (წაიკითხეთ მიქას 4:3, 4).

როგორ აღმოიფხვრება ეგოიზმი?

ღმერთს ადამიანები ეგოისტებად არ შეუქმნია. მაგრამ ღვთისადმი დაუმორჩილებლობამ ადამს სრულყოფილება დააკარგვინა. ამიტომ მისგან მემკვიდრეობით ეგოიზმისკენ მიდრეკილება გვერგო. თუმცა ღმერთი იესოს მეშვეობით ადამიანებს სრულყოფილებას დაუბრუნებს (წაიკითხეთ რომაელების 7:21, 24, 25).

ღვთის ნების თანახმად, იესომ საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო, რითაც გააქარწყლა პირველი ადამიანის დაუმორჩილებლობით გამოწვეული შედეგები (რომაელები 5:19). ამგვარად იესომ საფუძველი ჩაუყარა შესანიშნავ მომავალს, სადაც ადამიანები გათავისუფლდებიან ეგოიზმისგან, რომელიც მათ ბოროტების ჩადენისკენ უბიძგებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:9—11).

 

გაიგეთ მეტი

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.

გამოსასყიდი ღვთის უძვირფასესი საჩუქარი

რა არის გამოსასყიდი? როგორ ემსახურება ის შენს კეთილდღეობას?