წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მარტი 2015

 მკითხველები გვეკითხებიან . . .

ნამდვილად ქრისტიანული დღესასწაულია აღდგომა?

ნამდვილად ქრისტიანული დღესასწაულია აღდგომა?

„ენციკლოპედია ბრიტანიკის“ თანახმად, აღდგომა არის „ქრისტიანული ეკლესიის ძირითადი დღესასწაული, რომლის დროსაც ზეიმობენ იესო ქრისტეს აღდგომას“. იბადება კითხვა: ნამდვილად ქრისტიანული დღესასწაულია აღდგომა?

იმის დასადგენად არის თუ არა ესა თუ ის ხელოვნების ნიმუში ნამდვილი, მნიშვნელოვანია მისი დეტალური შესწავლა. მსგავსადვე, რომ გავიგოთ, არის თუ არა აღდგომა ქრისტიანული დღესასწაული, მასთან დაკავშირებული დეტალები უნდა შევისწავლოთ.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტემ თავის მიმდევრებს დაავალა, აღენიშნათ მისი სიკვდილი და არა აღდგომა. მოციქულმა პავლემ ამ მოვლენას „უფლის ვახშამი“ უწოდა (1 კორინთელები 11:20; ლუკა 22:19, 20).

გარდა ამისა, აღდგომასთან დაკავშირებულ ბევრ ტრადიციას „ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო იესოს აღდგომასთან. ისინი სათავეს ხალხული ადათ-წესებიდან იღებს“, — ნათქვამია „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“. მაგალითად, აღდგომის დღესასწაულის ისეთ უნივერსალურ სიმბოლოებზე, როგორიცაა: კვერცხი და ზოგ ქვეყანაში კურდღელი, „რელიგიის ენციკლოპედიაში“ ვკითხულობთ: „კვერცხი განასახიერებს ახალ სიცოცხლეს, რომელიც ნაჭუჭის გატეხვის შემდეგ იბადება“. მასში აგრეთვე ნათქვამია: „კურდღელი გამრავლების განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა და აქედან გამომდინარე, ის გაზაფხულის დადგომას ასიმბოლოებს“.

შუა საუკუნეების ლიტერატურის პროფესორი ფილიპ უოლტერი განმარტავს, თუ როგორ შეერწყა ტრადიციული წეს-ჩვეულებები აღდგომის დღესასწაულს. ის წერს: „წარმართების ქრისტიანობაზე მოქცევის პროცესში ძალიან ადვილი იყო, რომ წარმართული დღესასწაული, რომელსაც ზეიმობდნენ „ზამთრის დასრულებისა და გაზაფხულის დადგომის — ბუნების გამოღვიძების — აღსანიშნავად, შერწყმულიყო იესოს აღდგომასთან“. უოლტერი დასძენს, რომ ეს იყო მთავარი ფაქტორი იმისა, რომ „ქრისტიანული დღესასწაულები“ შესულიყო წარმართულ კალენდარში, რაც გააადვილებდა მასების ქრისტიანობაზე მოქცევას.

მასიური „გაქრისტიანება“ არ მომხდარა მოციქულების სიცოცხლეში, რადგან ისინი იცავდნენ კრებას წარმართული გადმონაშთებისგან (2 თესალონიკელები 2:7). მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანები გააფრთხილა: „ჩემი წასვლის შემდეგ . . . გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქმეები 20:29, 30). პირველი საუკუნის მიწურულს მოციქულმა იოანემ დაწერა, რომ უკვე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, ქრისტიანების შეცდომაში შეყვანას (1 იოანე 2:18, 26). ამგვარად, იმ დროიდან გზა უკვე ხსნილი იყო, რომ წარმართულ ტრადიციებს ქრისტიანობაში მოეკიდა ფეხი.

„ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“ (2 კორინთელები 6:14)

ზოგი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს, რადგან მათი აზრით, წარმართებს შესაძლებლობა მიეცათ, უკეთ ჩასწვდომოდნენ იესოს აღდგომის მნიშვნელობას. ასეთ მოსაზრებას პავლე არასოდეს გაიზიარებდა. რომის იმპერიაში მოგზაურობების დროს პავლე კარგად ხედავდა, რა ტრადიციებს მიყვებოდნენ წარმართები, მაგრამ მას არც ერთი მათი წეს-ჩვეულება არ გადმოუღია იმ მიზნით, რომ ხალხს ქრისტეს უკეთ გაცნობაში დახმარებოდა. პირიქით, ის აფრთხილებდა ქრისტიანებს: «ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან. რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან? . . . „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“» (2 კორინთელები 6:14, 17).

რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ამ დეტალების მოკლე მიმოხილვის შემდეგ? აშკარაა, რომ აღდგომა არ არის ქრისტიანული დღესასწაული.

გაიგეთ მეტი

რას ამბობს ბიბლია აღდგომის დღესასწაულზე?

გაიგეთ, საიდან წარმოიშვა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ხუთი ტრადიცია.

იესოს აღდგომა სიცოცხლეს ნიშნავს!

წარმოიდგინეთ, მარადიული სიცოცხლე სადარდებლის, ტკივილისა და წუხილის გარეშე.