არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  მარტი 2015

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რატომ უნდა გვახსოვდეს იესოს სიკვდილი?

როგორი მომავალი გახადა შესაძლებელი იესოს მსხვერპლმა (ესაია 25:8; 33:24)

იესოს სიკვდილი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო — ის მოკვდა, რომ ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე დაებრუნებინა, რისთვისაც ვართ კიდეც შექმნილნი. ადამიანი არასრულყოფილების, ავადმყოფობისა და სიკვდილისთვის არ შექმნილა (დაბადება 1:31). მაგრამ ყველანი ცოდვილები მას შემდეგ გავხდით, რაც პირველმა ადამიანმა, ადამმა, შესცოდა. ცოდვისა და სიკვდილისგან რომ დავეხსენით, იესომ საკუთარი სიცოცხლე გასწირა (წაიკითხეთ მათეს 20:28; რომაელების 6:23).

იესოს შეწირვით ღმერთმა განსაკუთრებული სიყვარული გამოავლინა ჩვენდამი (1 იოანე 4:9, 10). იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, აღენიშნათ მისი სიკვდილი პურითა და ღვინით. ყოველწლიურად იესოს სიკვდილის გახსენებით მადლიერებას გამოვხატავთ იმ სიყვარულისთვის, რომელიც ღმერთმა და იესომ ჩვენდამი გამოავლინეს (წაიკითხეთ ლუკას 22:19, 20).

ვინ უნდა მიიღოს პური და ღვინო?

როდესაც იესომ თავის მოწაფეებს პირველად უთხრა, გაეხსენებინათ მისი სიკვდილი, მან შეთანხმებაზეც ისაუბრა (მათე 26:26—28). ეს შეთანხმება მოციქულებსა და განსაზღვრული რაოდენობის სხვა ადამიანებს ზეცაში მეფეებად და მღვდლებად მსახურების შესაძლებლობას აძლევდა. მართალია, ქრისტეს სიკვდილს მილიონები აღნიშნავენ, მაგრამ პურსა და ღვინოს მხოლოდ ისინი იღებენ, ვისაც ეს შეთანხმება ეხება (წაიკითხეთ გამოცხადების 5:10).

დაახლოებით 2 000 წელია, რაც იეჰოვა ზეციერი სამეფოს მეფეებს ირჩევს (ლუკა 12:32). იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა (წაიკითხეთ გამოცხადების 7:4, 9, 17).