წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2015

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

ეყოლება მსოფლიოს ერთი ხელისუფლება?

როგორ გააერთიანებს ღვთის ხელისუფლება ყველა ერის ადამიანს? (ესაია 32:1, 17; 54:13).

წარმოიდგინეთ, რას მოუტანს კაცობრიობას ერთი ხელისუფლება. დღეს ბევრი სიღარიბის გამო იტანჯება, მაშინ როცა, სხვები ფუფუნებაში ცხოვრობენ. მაგრამ მთავრობა, რომელიც მთელ მსოფლიოზე იმმართველებს, ყველაფერს გააკეთებს თითოეული ადამიანის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შეძლებენ ადამიანები ასეთი ხელისუფლების შექმნას? (წაიკითხეთ იერემიას 10:23).

ისტორიამ ცხადყო, რომ მთავრობები ვერ ახერხებდნენ თავიანთ ქვეშევრდომებზე ზრუნვას, განსაკუთრებით კი ღარიბებზე. ზოგი ხელისუფლება სისასტიკით გამოირჩევა (ეკლესიასტე 4:1; 8:9). მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი გვპირდება, რომ თავისი ხელისუფლებით შეცვლის ყველა მმართველობას. ამ ხელისუფლების მმართველი ნამდვილად იზრუნებს თავის ქვეშევრდომებზე (წაიკითხეთ ესაიას 11:4; დანიელის 2:44).

რას მიაღწევს ღვთის ხელისუფლება?

იეჰოვა ღმერთმა ამ სამეფოს მეფედ თავისი ძე, იესო, დანიშნა, რომელიც იდეალური მმართველი იქნება (ლუკა 1:31—33). დედამიწაზე ყოფნისას იესო ეხმარებოდა ადამიანებს. როგორც მეფე, ის გააერთიანებს ხალხს ყველა ერიდან და გაათავისუფლებს მათ ყოველგვარი ტანჯვისგან (წაიკითხეთ ფსალმუნის 72:8, 12 —14).

ყველა აღიარებს იესოს, როგორც მმართველს? არა. მაგრამ იეჰოვა მომთმენია და ყველას აძლევს საშუალებას, ცნოს იესო, როგორც მეფე (2 პეტრე 3:9). მალე იესო დედამიწას გაწმენდს ბოროტი ადამიანებისგან და მთელ მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას დაამყარებს (წაიკითხეთ მიქას 4:3, 4).

 

გაიგეთ მეტი

რა არის ღვთის სამეფო?

ბევრმა ზეპირად იცის „მამაო ჩვენო“. რას ნიშნავს სიტყვები: „მოვიდეს შენი სამეფო“?

იმმართველებს მთელ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ხელისუფლება?

კაცობრიობის პრობლემები ხშირად გლობალური ხასიათისაა. შეძლებს მსოფლიოს მომავალი ხელისუფლება ამ პრობლემების გადაჭრას?