წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2015

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

გამაოცა ბიბლიის ნათელმა და ლოგიკურმა პასუხებმა

გამაოცა ბიბლიის ნათელმა და ლოგიკურმა პასუხებმა
  • დაბადების წელი: 1948

  • ქვეყანა: უნგრეთი

  • წარსულში: ეძებდა უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხებს

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე უნგრეთის ქალაქ სეკეშფეჰერვარში, რომელსაც 1000 წლიანი მდიდარი ისტორია აქვს. სამწუხაროდ, დღემდე მახსოვს ის საზარელი კვალი, რომელიც ქალაქს მეორე მსოფლიო ომმა დააჩნია.

ბავშვობაში პაპა-ბებიასთან ვიზრდებოდი. ისინი ძალიან ტკბილად მახსენდებიან, განსაკუთრებით ბებიაჩემი, ელისაბედი, რომელმაც ღვთისადმი ძლიერი რწმენა ჩამინერგა. სამი წლიდან მოყოლებული, მასთან ერთად ყოველ საღამოს ვიმეორებდი ლოცვას, რომელსაც ზოგი „მამაო ჩვენოს“ უწოდებს. თუმცა, როცა ამ ლოცვის მნიშვნელობას ჩავწვდი, უკვე 30 წელს ვიყავი მიღწეული.

პაპა-ბებიას ჩემზე ზრუნვა იმიტომ უწევდა, რომ მშობლები დღე და ღამეს ასწორებდნენ მუშაობაში, რათა სახლის საყიდლად საჭირო თანხა მოეგროვებინათ. ყოველ მეორე შაბათს მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებოდით სადილზე. მათთან ერთად გატარებული დრო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთები იყო.

1958 წელს მშობლებს ოცნება აუხდათ. მათ იყიდეს სახლი, სადაც შეგვეძლო სამივეს ერთად გვეცხოვრა. ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან ახლა უკვე შემეძლო მშობლებთან ერთად მეცხოვრა. სამწუხაროდ, ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ექვსი თვის შემდეგ მამაჩემი კიბოთი გარდაიცვალა.

განადგურებული ვიყავი. მახსოვს, ვლოცულობდი: „ღმერთო, ხომ გთხოვდი, მამაჩემი გადაგერჩინა. ის ძალიან მაკლია. რატომ არ უპასუხე ჩემს ლოცვებს?“. ძალიან მინდოდა, მცოდნოდა, სად იმყოფებოდა მამაჩემი. მაინტერესებდა, ზეცაში წავიდა, თუ საერთოდ შეწყვიტა არსებობა. მშურდა იმ ბავშვების, რომელთაც მამა ცოცხალი ჰყავდა.

მრავალი წლის განმავლობაში სასაფლაოზე თითქმის ყოველდღე მივდიოდი. მამის საფლავზე დაჩოქილი ვლოცულობდი: „გთხოვ ღმერთო, გამაგებინე, სად არის მამაჩემი“. ღმერთს იმასაც ვთხოვდი, რომ სიცოცხლის აზრის გაგებაში დამხმარებოდა.

13 წლის ასაკში გერმანულის სწავლა გადავწყვიტე. ვფიქრობდი, რომ პასუხებს ჩემს კითხვებზე მდიდარ და მრავალფეროვან  გერმანულ ლიტერატურაში ვიპოვიდი. 1967 წელს სწავლა ქალაქ იენაში დავიწყე, რომელიც მაშინ აღმოსავლეთ გერმანიის ნაწილი იყო. გატაცებით ვკითხულობდი გერმანელი ფილოსოფოსების ნაშრომებს, განსაკუთრებით იმ წიგნებს, რომლებშიც ადამიანის არსებობის მიზანზე იყო საუბარი. მართალია, საინტერესო აზრები წავიკითხე, მაგრამ ბოლომდე ვერც ერთმა მათგანმა ვერ დამაკმაყოფილა. პასუხებზე ლოცვას კვლავ განვაგრძობდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

1970 წელს უნგრეთში დავბრუნდი, სადაც ჩემს მომავალ მეუღლეს, როზეს შევხვდი. იმ დროს უნგრეთი კომუნისტების ხელში იყო. დაქორწინებიდან მალევე ავსტრიაში გავიქეცით. იქიდან კი ავსტრალიაში, სიდნეიში, ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას, სადაც ბიძაჩემი ცხოვრობდა.

ავსტრიაში სამსახური მალევე ვიშოვე. ერთ დღესაც, ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, რომ პასუხები, რომლებსაც ვეძებდი, ბიბლიაში შემეძლო მეპოვა. მან რამდენიმე წიგნი მომცა, რომლებშიც ბიბლიური სწავლებები განიხილებოდა. წიგნები ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. უფრო მეტის გაგება მსურდა, ამიტომ გამომცემლებს, იეჰოვას მოწმეებს, მივწერე, რომ ლიტერატურა გამოეგზავნათ.

ზუსტად ქორწინების ერთი წლის თავზე მე და როზეს ერთი ახალგაზრდა ავსტრიელი იეჰოვას მოწმე გვესტუმრა. მან გამოწერილი ლიტერატურა მომიტანა და ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი. რადგანაც ძალიან მოწადინებული ვიყავი, შესწავლას კვირაში ორჯერ ვატარებდით. თითოეული შესწავლა დაახლოებით 4 საათს გრძელდებოდა.

ძალიან მსიამოვნებდა ის, რასაც იეჰოვას მოწმეები ბიბლიიდან მასწავლიდნენ. თვალებს არ ვუჯერებდი, როცა მათ ჩემს უნგრულ ბიბლიაში ღვთის სახელი, იეჰოვა, მიჩვენეს. ეკლესიაში 27 წელი ვიარე და ერთხელაც არ გამიგია ღვთის სახელი. გამაოცა ბიბლიის ნათელმა და ლოგიკურმა პასუხებმა. მაგალითად, ბიბლიიდან გავიგე, რომ მკვდრები არაფერს გრძნობენ, თითქოს ღრმა ძილში იყვნენ (ეკლესიასტე 9:5, 10; იოანე 11:11—15). აგრეთვე გავიგე ახალი ქვეყნიერების შესახებ, სადაც „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:3, 4). იმედი მაქვს, რომ შევხვდები ჩემს საყვარელ მამას ახალ ქვეყნიერებაში, სადაც „იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქმეები 24:15).

ბიბლიის შესწავლაში როზეც შემომიერთდა. ჩვენ სწრაფად წავიწიეთ სულიერად წინ და შესწავლა ორ თვეში დავამთავრეთ. ყველა შეხვედრას ვესწრებოდით, რომელიც იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში იმართებოდა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათ შორის არსებულმა სიყვარულმა, მზრუნველობამ და ერთობამ (იოანე 13:34, 35).

1976 წელს მე და როზემ ავსტრალიაში შესვლის ნებართვა მივიღეთ. ჩასვლისთანავე მოვძებნეთ იეჰოვას მოწმეები. იქაური და-ძმების მიერ გამოვლენილმა მზრუნველობამ თავი კომფორტულად გვაგრძნობინა. 1978 წელს მე და როზე იეჰოვას მოწმეები გავხდით.

კურთხევები:

ბოლოს და ბოლოს მივიღე დამაკმაყოფილებელი პასუხები კითხვებზე, რომლებიც ასე დიდხანს მაწუხებდა. იეჰოვა ღმერთთან დაახლოებით კი, ვიპოვე საუკეთესო მამა (იაკობი 4:8). ხოლო იმედი, რომ მომავალ ახალ ქვეყნიერებაში აღდგომისას მშობელ მამას კვლავ ვიხილავ, ჩემთვის დიდი ნუგეშია (იოანე 5:28, 29).

1989 წელს მე და როზემ უნგრეთში დაბრუნება გადავწყვიტეთ, რადგან გვინდოდა, ჩვენი რწმენის შესახებ მოგვეთხრო მეგობრებისთვის, ნათესავებისთვის და ყველასთვის, ვისაც შევხვდებოდით. წილად გვხვდა პატივი, ბიბლია ასობით ადამიანისთვის გვესწავლებინა. აქედან 70-ზე მეტმა იეჰოვას მიუძღვნა თავი, მათ შორის დედაჩემმა.

კითხვებზე პასუხების მისაღებად 17 წელი ვლოცულობდი. მას შემდეგ 39 წელმა განვლო და ისევ ვლოცულობ; ოღონდ ახლა ღმერთს ვეუბნები: „მადლობა ჩემო ზეციერო მამა, რომ უპასუხოდ არ დატოვე პატარა ბიჭის ლოცვები“.

გაიგეთ მეტი

რეალური იმედი გარდაცვლილთათვის

ხელიდან გამოგაცალათ სიკვდილმა საყვარელი ადამიანი? შესაძლებელია მათი კვლავ ნახვა? გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია მკვდრეთით აღდგომის შესახებ.

შესაძლებელია აზრიანი ცხოვრება?

ცხოვრებას აქვს თუ არა აზრი, განსაკუთრებით მაშინ გვაინტერესებს, როდესაც გასაჭირსა და ტანჯვას ვხვდებით.

რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?

საკუთარი თვალით ნახეთ, რა ხდება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში.