წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2015

 საუბრები ბიბლიურ თემებზე

რატომ ღირს ბიბლიის კვლევა?

რატომ ღირს ბიბლიის კვლევა?

ქვემოთ მოყვანილია იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად გოჩა, ესაუბრება მამაკაცს, სახელად ირაკლის.

ბიბლია — ისტორიულად ზუსტი წიგნი

ირაკლი: სიმართლე რომ გითხრათ, რელიგიური არ ვარ და ვფიქრობ, საუბარი არ გამოგვივა.

გოჩა: მადლობა გულწრფელობისთვის. მე გოჩა მქვია, თქვენი სახელი?

ირაკლი: ირაკლი.

გოჩა: სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

ირაკლი: ჩემთვისაც.

გოჩა: შეიძლება გკითხოთ, რელიგიურ ოჯახში აღიზარდეთ?

ირაკლი: დიახ, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ რელიგიისთვის აღარ მეცალა.

გოჩა: გასაგებია. რას სწავლობდით უნივერსიტეტში?

ირაკლი: სოციოლოგიას და ისტორიას. ყოველთვის მიყვარდა ისტორია და მაინტერესებდა, როგორ განვითარდა კაცობრიობა.

გოჩა: ისტორია მართლაც საინტერესოა. ალბათ იცით, რომ ბიბლია ისტორიული წიგნია. გამოგიყენებიათ ის ოდესმე კვლევების დროს?

ირაკლი: სიმართლე გითხრათ, არა. ვიცი, რომ კარგი წიგნია, მაგრამ მასზე, როგორც ისტორიულ წიგნზე, არასოდეს მიფიქრია.

გოჩა: გეტყობათ, რომ მოაზროვნე ადამიანი ხართ. თუ ცოტა დროს დამითმობდით, შემეძლო მეჩვენებინა, რამდენიმე მაგალითი იმისა, რომ ბიბლია ისტორიულად ზუსტი წიგნია.

ირაკლი: კი ბატონო, მაგრამ ბიბლია რომ არ მაქვს?!

გოჩა: არა უშავს. ჩემს ბიბლიაში შეგვიძლია ვნახოთ. პირველი მაგალითი ჩაწერილია 1 მატიანეს 29-ე თავის 26-ე და 27-ე მუხლებში. ნახეთ, რა წერია: „დავითი, იესეს ვაჟი, მეფობდა მთელ ისრაელზე. ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, შვიდ წელიწადს ხებრონიდან, ოცდაცამეტ წელიწადს — იერუსალიმიდან“.

ირაკლი: აქ საიდან ჩანს, რომ ბიბლია ისტორიულად ზუსტი წიგნია?

გოჩა: ერთ დროს კრიტიკოსებს ეგონათ, რომ მეფე დავითი სინამდვილეში არ არსებობდა.

ირაკლი: მართლა? რატომ ეპარებოდათ ეჭვი მის არსებობაში?

გოჩა: იმიტომ, რომ ბიბლიის გარდა ძალიან ცოტა რამ მოწმობდა მის არსებობაზე. მაგრამ 1993 წელს არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა ძალიან ძველი ქვა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ფრაზა, რაც ითარგმნება, როგორც „დავითის სახლი“.

ირაკლი: საინტერესოა.

გოჩა: კიდევ ერთი ადამიანი, ვისი არსებობაც ეჭვქვეშ იდგა, იყო პონტიუს პილატე, რომელიც იესოს დროს იუდეას განაგებდა. ბიბლიაში მის შესახებ ლუკას მესამე თავის პირველ მუხლშია საუბარი, სადაც ის სხვა გამგებლებს შორისაა მოხსენიებული.

ირაკლი: კი, მართალი ხართ. აქ წერია: „როცა პონტიუს პილატე იყო იუდეის გამგებელი, ჰეროდე — გალილეის გამგებელი“.

გოჩა: წლების განმავლობაში მკვლევრები თვლიდნენ, რომ პონტიუს პილატე გამოგონილი პერსონაჟი იყო. თუმცა დაახლოებით 50 წლის წინ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ქვა იქნა ნაპოვნი,  რომელზეც მისი სახელი იყო ამოტვიფრული.

ირაკლი: რა საინტერესოა, ამ დეტალების შესახებ არასდროს მსმენია.

გოჩა: მიხარია, რომ თქვენთვის საინტერესო დეტალები გაიგეთ.

ირაკლი: სიმართლე გითხრათ, ბიბლიას, როგორც ლიტერატურულ შედევრს ყოველთვის ვაფასებდი, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ის დღესაც აქტუალური წიგნია. შეიძლება ის ისტორიულად ზუსტ ფაქტებს შეიცავს, მაგრამ, არა მგონია, რომ მას ჩვენთვის რამე პრაქტიკული ღირებულება ჰქონდეს.

ბიბლია — ძველი, მაგრამ თანამედროვე წიგნი

გოჩა: ამ საკითხში ბევრი დაგეთანხმებოდათ. მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ. კაცობრიობის დასაწყისიდან მოყოლებული ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები არ შეცვლილა. მაგალითად, ჩვენ ყოველთვის ვსაჭიროებდით საკვებს, ტანსაცმელსა და თავშესაფარს. ყოველთვის გვქონდა ბედნიერი ოჯახის შექმნისა და ერთმანეთთან ურთიერთობის მოთხოვნილება. და ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს თითოეული ჩვენგანი ახლაც ვაფასებთ.

ირაკლი: რა თქმა უნდა.

გოჩა: ბიბლიას შეუძლია ამ საკითხებში პრაქტიკული დახმარება გაგვიწიოს. ამიტომაც ვუწოდებთ მას ძველ, მაგრამ თანამედროვე წიგნს.

ირაკლი: რას გულისხმობთ?

გოჩა: შევეცდები სხვა სიტყვებით აგიხსნათ. ბიბლიაში ჩაწერილი მნიშვნელოვანი პრინციპები დღესაც ისეთივე აქტუალური და გამოსადეგია, როგორც საუკუნეების წინ, როცა ის დაიწერა.

ბიბლიაში ჩაწერილი მნიშვნელოვანი პრინციპები დღესაც ისეთივე აქტუალური და გამოსადეგია, როგორც საუკუნეების წინ, როცა ის დაიწერა

ირაკლი: მაგალითად, რა მხრივ?

გოჩა: ბიბლიას შეუძლია მრავალ ცხოვრებისეულ საკითხში გაგვიწიოს ხელმძღვანელობა. მაგალითად, როგორ ვიქონიოთ გაწონასწორებული თვალსაზრისი ფულთან დაკავშირებით, რა უნდა გავაკეთოთ ოჯახში ბედნიერების მისაღწევად და როგორ გავხდეთ კარგი მეგობრები. ის წარმატებისკენ მიმავალი გზის რუკას ჰგავს. განა არ დამეთანხმებით, რომ დღეს, იყო კარგი ქმარი და წარმატებული ოჯახის მეთაური, ნამდვილად არ არის ადვილი.

ირაკლი: სხვა გზა არა მაქვს, უნდა დაგეთანხმოთ. მე და ჩემი მეუღლე დაახლოებით ერთი წელია, რაც დაქორწინებულები ვართ და მივხვდი, რომ ყოველთვის არ არის ადვილი, ერთი აზრი გქონდეს.

გოჩა: გეთანხმებით. მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილია მარტივი პრინციპები, რომელთა გამოყენებაც ყოველთვის ამართლებს. მაგალითად, წავიკითხოთ ეფესოელების 5:22, 23 და 28. თუ გსურთ, თავად შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ირაკლი: კი ბატონო. „ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს, რადგან ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი, ამ სხეულის მხსნელი. ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს“.

გოჩა: გმადლობთ. როგორ ფიქრობთ, თუკი ცოლ-ქმარი ამ მარტივი პრინციპის გამოყენებას შეეცდება, განა უფრო ბედნიერი ცხოვრება არ ექნებათ?

ირაკლი: ალბათ კი, მაგრამ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე შესრულება.

გოჩა: გეთანხმებით; სრულყოფილი არავინაა. ამავე თავში მოცემულია კიდევ ერთი მუხლი, რომელიც მოგვიწოდებს, ვიყოთ გონიერები. * ნებისმიერ ურთიერთობაში საჭიროა, ვიყოთ გაწონასწორებულები და დამთმობები. ბიბლიას მართლაც შეუძლია ამ მხრივ დახმარება, რაშიც მე და ჩემი მეუღლე თავად დავრწმუნდით.

ირაკლი: ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.

გოჩა: იეჰოვას მოწმეებს აქვთ ვებ-გვერდი, სადაც კარგი რჩევებია მოცემული ქორწინებასა და ოჯახთან დაკავშირებით. თუ გაქვთ რამდენიმე წუთი, შემიძლია უფრო კონკრეტულად გაჩვენოთ.

ირაკლი: რა თქმა უნდა.

გოჩა: ძალიან კარგი. ვებ-გვერდის მისამართია www.jw.org. აი, ასე გამოიყურება მთავარი გვერდი.

ირაკლი: რა კარგი ფოტოებია.

გოჩა: ამ ფოტოებზე ქადაგების სცენებია ასახული. ალბათ იცით, რომ იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში  ვქადაგებთ. აქ არის განყოფილება „წყვილები და მშობლები“, რომელშიც თავმოყრილია რჩევები წყვილებისა და მშობლებისთვის. აქ მოცემული სტატიები სხვადასხვა რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში გვეხმარება. დაგაინტერესათ რომელიმემ?

ირაკლი: აი, ამ თემამ „როგორ გადავჭრათ პრობლემები?“. ვფიქრობ, ეს გამომადგება.

გოჩა: ეს სტატია პრობლემების გადაჭრის ოთხ ნაბიჯზე გვიმახვილებს ყურადღებას. ამ აბზაცს ხომ არ წაიკითხავდით?

ირაკლი: სიამოვნებით. „თუ ქორწინებაში ურთიერთობას სისხლს შევადარებდით, მაშინ სიყვარული და პატივისცემა შეიძლება გულსა და ფილტვებს შევადაროთ“. რა კარგი შედარებაა.

გოჩა: მადლობა წაკითხვისთვის. აქ ციტირებულია ბიბლიური მუხლი; თუ დააწვებით, შეგიძლიათ აქვე წაიკითხოთ.

ირაკლი: კეთილი. ეფესოელების 5:33. აქ წერია: „თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“.

გოჩა: მიაქციეთ ყურადღება, ამ მუხლში ხაზი ესმევა იმას, რომ თითოეულმა უნდა გასცეს ის, რის მიღებასაც მეორე მოელის.

ირაკლი: იცით, ვერ მივხვდი, რის თქმა გინდათ.

გოჩა: ალბათ დამეთანხმებით, რომ ქმარს ყოველთვის სურს, ცოლი პატივს სცემდეს, ხოლო ცოლს სურს, რომ ქმარი მას სიყვარულში არწმუნებდეს.

ირაკლი: ამაში ნამდვილად გეთანხმებით.

გოჩა: თუ ქმარი ყოველთვის ცდილობს, ცოლი სიყვარულში დაარწმუნოს, ცოლსაც ხომ გაუადვილდება ქმრისადმი პატივისცემის გამოვლენა?

ირაკლი: ვფიქრობ, რომ კი.

გოჩა: ეს მუხლი მართალია ბიბლიაში თითქმის 2000 წლის წინ ჩაიწერა, მაგრამ ამ პრინციპის გათვალისწინების შემთხვევაში წყვილს უკეთესი ოჯახი ექნება და როგორც სტატიაში წაკითხული აბზაციდან გავიგეთ, ქორწინების „გული და ფილტვები“ ჯანმრთელი იქნება.

ირაკლი: უნდა ვაღიარო, რომ ბიბლია იმაზე ძვირფასი წიგნი ყოფილა, ვიდრე მეგონა.

გოჩა: მიხარია, ამის მოსმენა. რამდენიმე დღეში სიამოვნებით შეგხვდებოდით აქ და მოვისმენდი თქვენს აზრს ამავე სტატიაში მოცემულ შემდეგ ქვესათაურზე, „ოთხი ნაბიჯი პრობლემების მოსაგვარებლად“.  *

ირაკლი: კარგით. მე და ჩემი მეუღლე ერთად გადავხედავთ ამ სტატიას.

გაგჩენიათ ბიბლიური კითხვები, რომლებზეც ისურვებდით პასუხის მიღებას? გაინტერესებთ, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? თუ ასეა, ჰკითხეთ მათ, როცა შეხვდებით. ისინი დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან.

^ აბზ. 63 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-14 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. .

გაიგეთ მეტი

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?