წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2014

 მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება

არ არსებობს უკეთესი გზა

არ არსებობს უკეთესი გზა

რა უნდა გააკეთოთ, რომ ღმერთს დაუახლოვდეთ? ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ნაბიჯი, რაც დაგეხმარებათ ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში.

  1. უნდა იყენებდეთ ღვთის სახელს, იეჰოვას.

  2. უნდა გქონდეთ ღმერთთან რეგულარული ურთიერთობა ლოცვის მეშვეობით და მისი სიტყვის, ბიბლიის, შესწავლით.

  3. გამუდმებით უნდა აკეთებდეთ იმის, რაც ღმერთს სიამოვნებს.

ღმერთთან დასაახლოებლად გამოიყენეთ მისი სახელი, მიმართეთ ლოცვით, ისწავლეთ მისი სიტყვა და აკეთეთ ის, რაც მას სიამოვნებს

აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს და შეგიძლიათ თქვათ, რომ ღმერთთან ახლოს ხართ? რომელიმე მხარეში გაუმჯობესება ხომ არ გჭირდებათ? გასაგებია, რომ ამას ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ როგორც ქვემოთ დავინახავთ, ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად.

„ღმერთთან დასაახლოებლად გაწეული ნებისმიერი ძალისხმევა, ღირს ამად. ამ ურთიერთობას ბევრი კურთხევა მოაქვს: უფრო მეტად ენდობი ღმერთს, უფრო მეტად ეცნობი მის პიროვნებას და, რაც ყველაზე მთავარია, უფრო მეტად გიყვარდება ის. ცხოვრებაში ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს!“, — ამბობს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჯენიფერი.

თუ თქვენც გსურთ, ღმერთთან ახლო ურთიერთობით დატკბეთ, იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან. თქვენ შეგიძლიათ მათი დახმარებით უფასოდ შეისწავლოთ ბიბლია. ასევე შეგიძლიათ დაესწროთ კრების შეხვედრებს, სადაც ისინი ბიბლიას სწავლობენ და გაიცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან აფასებენ ღმერთთან ურთიერთობას. * ამგვარად, თქვენც იმავეს იგრძნობთ, რასაც ფსალმუნმომღერალი გრძნობდა: „ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება“ (ფსალმუნი 73:28).

^ აბზ. 9 თუ გსურთ ბიბლიის შესწავლა ან კრების შეხვედრაზე დასწრება, დახმარებისთვის მიმართეთ მას, ვინც ეს ჟურნალი მოგიტანათ ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.jw.org და იხილეთ გვერდის ბოლოს მოცემული სათაური „დაგვიკავშირდით“.

გაიგეთ მეტი

რა არის ბიბლიის შესწავლა?

მიიღეთ პასუხები ბიბლიის უფასო შესწავლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.

რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?

საკუთარი თვალით ნახეთ, რა ხდება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში.