არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  დეკემბერი 2014

 მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება

იცით, რა ჰქვია ღმერთს და მიმართავთ მას სახელით?

იცით, რა ჰქვია ღმერთს და მიმართავთ მას სახელით?

გყავთ ისეთი მეგობარი, რომლის სახელიც არ იცით? ასეთი რამ წარმოუდგენელია. ბულგარეთში მცხოვრებმა ირინამ სწორად შენიშნა: „შეუძლებელია ღმერთთან ახლოს იყო და მისი სახელი არ იცოდე“. საბედნიეროდ, ღმერთს სურს, რომ დავუახლოვდეთ მას. ამიტომ, ის ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს თავს და გვეუბნება: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8).

ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს თავს და გვეუბნება: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8).

მართლა აქვს იეჰოვასთვის მნიშვნელობა, ვიცოდეთ მისი სახელი და ვიყენებდეთ მას? მოდი, დავფიქრდეთ: ღვთის სახელი, რომელიც ოთხი ებრაული თანხმოვნით იწერება და ცნობილია ტეტრაგრამატონის სახელით, ებრაული წერილების დედანში დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. სხვა სახელებთან შედარებით ამ სახელს ყველაზე ხშირად ვხვდებით ბიბლიაში. ეს აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვას სურს, ვიცოდეთ მისი სახელი და ვიყენებდეთ მას. *

მეგობრობა სახელის გაგებით იწყება. იცით ღვთის სახელი?

ვინაიდან ღმერთი წმინდა და ყოვლისშემძლეა, ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ღვთის სახელის გამოყენება შეურაცხმყოფელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ღვთის სახელის უღირსად გამოყენება ნამდვილად არასწორია, ისევე როგორც მეგობრის სახელის. მაგრამ იეჰოვას სურვილია, რომ მისმა მოყვარულებმა პატივი მიაგონ მის სახელს და სხვებსაც ამცნონ ეს სახელი (ფსალმუნი 69:30, 31; 96:2, 8). გავიხსენოთ, რომ იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა ასე ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“. ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა ღვთის სახელის განწმენდაში, თუ მის სახელს სხვებს ვამცნობთ. ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ღმერთთან (მათე 6:9).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ, „ვინც მის სახელზე ფიქრობს“ ანუ აფასებს მის სახელს (მალაქია 3:16). ასეთ ადამიანებზე იეჰოვა ამბობს: „დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი. ის მომიხმობს და მეც ვუპასუხებ. მასთან ვიქნები გასაჭირში“ (ფსალმუნი 91:14, 15). თუ გვსურს, გავიხაროთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობით, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი სახელი და ვიყენებდეთ მას.

^ აბზ. 4 მართალია, ღვთის სახელი ებრაულ წერილებში, იგივე „ძველ აღთქმაში“, ასე ხშირად არის გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ, ბიბლიის ბევრ თარგმანში ის საერთოდ არ არის მოხსენიებული. ღვთის სახელი შეცვლილია ისეთი წოდებებით, როგორიცაა: „უფალი“ და „ღმერთი“. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 195—197. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.