წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2014

 მკითხველები გვეკითხებიან

სინამდვილეში რასთან არის დაკავშირებული შობის დღესასწაული?

სინამდვილეში რასთან არის დაკავშირებული შობის დღესასწაული?

მთელ მსოფლიოში შობის დღესასწაულს მილიონები სხვადასხვა მიზეზის გამო აღნიშნავენ. ზოგს სიამოვნებს დღესასწაულების ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღნიშვნა. სხვები ამ დროს ღმერთზე ფიქრობენ ან ღარიბებსა და გაჭირვებულებს ეხმარებიან. მართალია, ეს ყველაფერი უდავოდ ღირებული საქმეებია, მაგრამ ისინი ნიღბავენ შობის დღესასწაულის ბნელ მხარეს.

უპირველეს ყოვლისა, ბევრს სჯერა, რომ შობის აღნიშვნით იესოს დაბადების დღეს ზეიმობს. თუმცა ისტორიკოსების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ იესოს დაბადების თარიღი უცნობია. ერთ ქრისტიანულ სახელმძღვანელოში აღნიშნულია: „პირველი ქრისტიანები არ აღნიშნავდნენ იესოს დაბადების დღეს“, ვინაიდან არ სურდათ, რომ „წარმართულ დღესასწაულებში მიეღოთ მონაწილეობა“ (The Christian Book of Why). ბიბლიაში არსად წერია, რომ იესოს ოდესმე თავისი ან სხვისი დაბადების დღე აღენიშნოს. ამის საპირისპიროდ, იესომ თავის მიმდევრებს თავისი სიკვდილის დღის აღნიშვნა დაავალა (ლუკა 22:19).

მეორე, ბევრი სწავლული იზიარებს იმ აზრს, რომ შობის დღესასწაულისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები არაქრისტიანული და წარმართული ტრადიციებიდან დამკვიდრდა. ასეთია მაგალითად, სანტა-კლაუსი, საშობაო ნაძვის ხე, საჩუქრების გაცვლა, საშობაო სანთლები, სიმღერები და სხვა დეკორაციები. ამ წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით ერთ კათოლიკურ წიგნში ნათქვამია: „როდესაც ერთმანეთს საშობაო საჩუქრებს ვჩუქნით და სახლებსა თუ ეკლესიებში მწვანე გვირგვინებს ვკიდებთ, რამდენმა ჩვენგანმა ვიცით, რომ ამით წარმართულ წეს-ჩვეულებებს ვასრულებთ?“ (The Externals of the Catholic Church).

„როდესაც ერთმანეთს საშობაო საჩუქრებს ვჩუქნით და სახლებსა თუ ეკლესიებში მწვანე გვირგვინებს ვკიდებთ, რამდენმა ჩვენგანმა ვიცით, რომ ამით წარმართულ წეს-ჩვეულებებს ვასრულებთ?“ (The Externals of the Catholic Church)

შეიძლება გაგიკვირდეთ და თქვათ, რა არის ცუდი ამ თითქოსდა უწყინარ წეს-ჩვეულებებში? ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს იმ მესამე მიზეზის ცოდნა, თუ რატომ უნდა შევიკავოთ თავი შობის დღესასწაულის აღნიშვნისგან. ღმერთი არ იწონებს წმინდა თაყვანისმცემლობის აღრევას წარმართულ წეს-ჩვეულებებთან. წინასწარმეტყველ ამოსის მეშვეობით იეჰოვა ღმერთმა ძველ ისრაელში მცხოვრებ ურჩ და ორგულ თაყვანისმცემლებს უთხრა: „მძულს და უარვყოფ თქვენს დღესასწაულებს . . . განმარიდე შენი სიმღერები“ (ამოსი 5:21, 23).

რატომ მიმართა იეჰოვამ ისრაელებს ასე მკაცრად? გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში მცხოვრები ხალხი? მათმა პირველმა მეფემ იერობოამმა დანში და ბეთელში ოქროს ხბოები დადგა და ხალხს უთხრა, რომ ამ კერპებისთვის ეცათ თაყვანი და აღარ წასულიყვნენ იერუსალიმის ტაძარში იეჰოვას თაყვანსაცემად. მეფემ დღესასწაულებიც დააწესა და დანიშნა მღვდლები, რომლებიც ხალხს ამ დღესასწაულების აღნიშვნაში დაეხმარებოდნენ (1 მეფეები 12:26—33).

ერთი შეხედვით, ისრაელებმა ეს ყველაფერი კარგი განზრახვით გააკეთეს. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ ამას ღვთის სახელით აკეთებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს იეჰოვას თაყვანისცემის ტოლფასი იყო. ამოსისა და სხვა წინასწარმეტყველთა პირით ნათქვამი ღვთის მკაცრი სიტყვებიდან ნათლად გამოჩნდა მისი თვალსაზრისი. ღმერთმა წინასწარმეტყველ მალაქიას მეშვეობით თქვა: „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ“ (მალაქია 3:6). განა ეს ყველაფერი იმას არ გვეუბნება, თუ როგორი თვალსაზრისი აქვს ღმერთს შობის დღესასწაულსა და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებზე?

მილიონობით ადამიანი ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებს და უარს ამბობს შობის დღესასწაულის აღნიშვნაზე. ისინი წელიწადის ნებისმიერ დროს ნახულობენ დროს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის და ეხმარებიან ღარიბებსა და გაჭირვებულებს, რაც მათ ნამდვილ სიხარულსა და კმაყოფილებას ანიჭებს.

 

გაიგეთ მეტი

რატომ არ აღნიშნავთ შობას?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა იცის, საიდან იღებს სათავეს შობის დღესასწაული, ისინი მაინც აღნიშნავენ. გაიგეთ, რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები შობას.

ღვთისთვის მოსაწონი თაყვანისმცემლობა

განვიხილოთ ექვსი ნიშანი, რომელიც დაგვეხმარება, გავიგოთ, თუ ვინ სცემს ღმერთს თაყვანს მისთვის მისაღები სახით.