წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი დეკემბერი 2014

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

როგორ შევაყვაროთ შვილებს ღმერთი?

მშობელი შვილს შემოქმედებაზე დაკვირვებით ასწავლის

თქვენი შვილები ღვთის შეყვარებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ დაარწმუნებთ მის არსებობასა და სიყვარულში. ღმერთი რომ შეიყვარონ, ბავშვები უნდა იცნობდნენ მას (1 იოანე 4:8). მაგალითად, მათ უნდა იცოდნენ, რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები? რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას? რას გააკეთებს ღმერთი მომავალში ადამიანებისთვის? (წაიკითხეთ ფილიპელების 1:9).

ბავშვს რომ ღმერთი შეაყვაროთ, თავად უნდა აჩვენოთ, რომ გიყვართ ის. როდესაც ბავშვები დაინახავენ, რომ გიყვართ ღმერთი, ისინი თქვენ მოგბაძავენ (წაიკითხეთ კანონის 6:5—7; იგავების 22:6).

როგორ მივიტანოთ ჭეშმარიტება ბავშვის გულამდე?

ღვთის სიტყვა ძლიერია (ებრაელები 4:12). ამიტომ დაეხმარეთ შვილს, ისწავლოს ბიბლიის ძირითადი სწავლებები. ჭეშმარიტება ადამიანების გულებამდე რომ მიეტანა, იესო მათ კითხვებს უსვამდა, უსმენდა და უხსნიდა წმინდა წერილებს. იმისათვის, რომ თქვენც შეძლოთ ჭეშმარიტება ბავშვის გულამდე მიიტანოთ, მიჰბაძეთ იესოს სწავლების მეთოდებს (წაიკითხეთ ლუკას 24:15—19, 27, 32).

გარდა ამისა, ბავშვები უკეთ გაიცნობენ ღმერთს და შეიყვარებენ, თუ ეცოდინებათ ის ბიბლიური მონაკვეთები, სადაც მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი ადამიანებს. ამ მიზნისთვის განკუთვნილი პუბლიკაციები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.jw.org (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16).

 

გაიგეთ მეტი

რის გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის

ქმრებს, ცოლებს, მშობლებსა და შვილებს შეუძლიათ მიჰბაძონ იესოს სიყვარულის გამოვლენაში. რას ვსწავლობთ იესოსგან?

დაუმეგობრდი იეჰოვას

ეს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები, სიმღერები და ამოსაბეჭდი სავარჯიშოები დაეხმარება ბავშვებს, ისწავლონ, როგორ შეუძლიათ გული გაუხარონ ღმერთს.