არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  ნოემბერი 2014

 მთავარი თემა | ნამდვილად არსებობს სატანა?

არსებობს სატანა?

არსებობს სატანა?

სატანის ქანდაკება მადრიდში (ესპანეთი), რომელიც გარყვნილ და დაცემულ ანგელოზს განასახიერებს

«გავიზარდე ელ-სალვადორში. ბავშვობაში, როცა ცუდად ვიქცეოდი, დედა მეუბნებოდა: „იცოდე, სატანა მოვა და წაგიყვანს“. მე ვეუბნებოდი: „მოვიდეს რა!“. ღვთის არსებობის კი მჯეროდა, მაგრამ სატანის — არა» (როგელიო).

ეთანხმებით როგელიოს? ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელ აზრს იზიარებთ?

  • სატანა არ არსებობს. ის უბრალოდ ბოროტების განსახიერებაა.

  • სატანა არსებობს, მაგრამ მას ადამიანები არ აინტერესებს.

  • სატანა ძლიერი სულიერი ქმნილებაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე.

თითოეულ ამ აზრს თავისი მხარდამჭერი ჰყავს, შესაძლოა მილიონებიც კი. მაგრამ აქვს სინამდვილეში მნიშვნელობა, რომელი აზრია სწორი? თუ სატანა არ არსებობს, გამოდის რომ ისინი, ვისაც მისი არსებობა სწამს, შეცდომაში არიან შეყვანილი. თუ სატანა არსებობს და არ აინტერესებს ადამიანები, მაშინ ხალხს ამაოდ ეშინია მისი და ტყუილუბრალოდ ფრთხილობენ. მაგრამ თუ სატანა დახელოვნებული მაცდურია და დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, გამოდის რომ, ის იმაზე მეტად საშიშია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

ვნახოთ როგორ პასუხობს ბიბლია შემდეგ კითხვებს: რა ან ვინ არის სატანა — ბოროტების განსახიერება თუ სულიერი ქმნილება? და თუ ის პიროვნებაა, საშიშია თქვენთვის? თუ ეს ასეა, როგორ შეგიძლიათ მისგან თავის დაცვა?