წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ოქტომბერი 2014

 მთავარი თემა | „მოვიდეს სუფევა შენი“ — იცით, რას ნიშნავს ეს სიტყვები?

ღვთის სამეფო რა კურთხევებს მოგიტანთ პირადად თქვენ?

ღვთის სამეფო რა კურთხევებს მოგიტანთ პირადად თქვენ?

წინა სტატიებიდან უდავოდ მიხვდებოდით, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის ღვთის სამეფო ბევრ რამეს ნიშნავს. შესაძლოა თქვენც მოგხიბლათ ამ სტატიებში განხილულმა რომელიმე დაპირებამ, რომელსაც ღვთის სამეფო შეასრულებს. ამავე დროს შეიძლება გიჭირთ იმის დაჯერება, რომ ეს დაპირებები ოდესმე რეალობად იქცევა.

ნაცვლად იმისა, რომ ყველა სიტყვისა გვჯეროდეს, გონივრულია, წინდახედულობა და სიფრთხილე გამოვიჩინოთ (იგავები 14:15). შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი წინდახედულობა გამოავლინეს ძველ დროში მცხოვრებმა ბერეელებმა. * როდესაც მათ პირველად მოისმინეს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა, ირწმუნეს მოსმენილი, თუმცა მარტო იმიტომ არა, რომ ძალიან სურდათ, რაც მოისმინეს, სინამდვილე ყოფილიყო. ისინი გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს „ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ბერეელები წმინდა წერილებს ადარებდნენ მოსმენილ სასიხარულო ცნობას. დროთა განმავლობაში, ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს ცნობა ჭეშმარიტად ღვთის სიტყვიდან მომდინარეობდა.

იეჰოვას მოწმეები გულთბილად მოგიწოდებენ, მიჰბაძოთ ბერეელებს. თქვენ შეგიძლიათ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული იეჰოვას მოწმეების სწავლებები ბიბლიას შეადაროთ, რაშიც მოწმეები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაგეხმარებიან.

გარდა იმისა, რომ უფრო მეტს გაიგებთ ღვთის სამეფოს შესახებ, ბიბლიის შესწავლა ისეთ უმნიშვნელოვანეს კითხვებზეც გაგცემთ პასუხს, როგორიცაა:

უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბიბლია დაგეხმარებათ ღმერთთან დაახლოებაში (იაკობი 4:8). რაც მეტად დაუახლოვდებით ღმერთს, მით მეტად დაინახავთ, რამდენ კარგ რამეს აკეთებს ღვთის სამეფო დღეს თქვენთვის და გააკეთებს მომავალში. ლოცვის დროს იესომ ერთხელ მამას უთხრა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

 

^ აბზ. 4 ბერეა იყო ძველი მაკედონიის ქალაქი.

გაიგეთ მეტი

უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები

რას მიმართავდით: მეცნიერებას, ფილოსოფიას თუ ბიბლიას?

რა არის ბიბლიის შესწავლა?

მიიღეთ პასუხები ბიბლიის უფასო შესწავლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.