წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აგვისტო 2014

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

ყველა რელიგია განადიდებს ღმერთს?

ახალი ამბების მოსმენისას უთუოდ შენიშნავდით, რომ ზოგჯერ ბოროტი საქმეების უკან რელიგია დგას. ჭეშმარიტ ღმერთს არ ჩაუყრია საფუძველი ყველა რელიგიისთვის (მათე 7:15). სინამდვილეში, ბევრი ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:19).

მიუხედავად ამისა, ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება გულწრფელი ადამიანები, რომელთაც უყვართ ის, რაც კარგი და ჭეშმარიტია (იოანე 4:23). ღმერთი მოუწოდებს ასეთ ადამიანებს, რომ მისი სიტყვიდან, ბიბლიიდან, გაიგონ ჭეშმარიტება (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:3—5).

როგორ შეიძლება ჭეშმარიტი რელიგიის ამოცნობა?

იეჰოვა სხვადასხვა მრწამსის ადამიანებს ერთ რელიგიაში აერთიანებს და ჭეშმარიტებასა და ერთმანეთის სიყვარულს ასწავლის (მიქა 4:2, 3). ამგვარად, ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრების ამოცნობა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებით შეიძლება (წაიკითხეთ იოანეს 13:35).

იეჰოვა ღმერთი ყველანაირ ადამიანს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში აერთიანებს (ფსალმუნი 133:1)

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების რწმენა და ცხოვრების წესი ბიბლიას ეფუძნება (2 ტიმოთე 3:16). ისინი აგრეთვე განადიდებენ ღვთის სახელს (ფსალმუნი 83:18). კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის ერთადერთ იმედად კი ღვთის სამეფოს მიიჩნევენ (დანიელი 2:44). ისინი ჰბაძავენ იესოს და მათი სინათლეც ანათებს, რაც იმაში ვლინდება, რომ მოყვასს სიკეთეს უკეთებენ (მათე 5:16). აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოცნობა იმითაც შეიძლება, რომ ისინი სახლში აკითხავენ ადამიანებს და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უზიარებენ (წაიკითხეთ მათეს 24:14; საქმეების 5:42; 20:20).

 

გაიგეთ მეტი

რა არის სასიხარულო ცნობა?

გაიგეთ რა არის სასიხარულო ცნობა ღვთისგან, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა მოითხოვება თქვენგან.

ღვთისთვის მოსაწონი თაყვანისმცემლობა

განვიხილოთ ექვსი ნიშანი, რომელიც დაგვეხმარება, გავიგოთ, თუ ვინ სცემს ღმერთს თაყვანს მისთვის მისაღები სახით.