წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აგვისტო 2014

 მთავარი თემა | შესტკივა ღმერთს გული თქვენზე?

ღმერთს სურს, დაგიახლოვდეთ

ღმერთს სურს, დაგიახლოვდეთ

„ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“ (იოანე 6:44)

რატომ ეპარება ზოგს ეჭვი: ბევრი მორწმუნე ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი შორს არის მათგან. ირლანდიაში მცხოვრები ქრისტინა, რომელიც ყოველკვირა დადიოდა ეკლესიაში, ამბობს: „ღმერთს კარგად არ ვიცნობდი, ამიტომ არასოდეს მიგრძნია მასთან სიახლოვე; ის ჩემთვის მხოლოდ შემოქმედი იყო“.

რას გვასწავლის ბიბლია: იეჰოვა გასაჭირში არასოდეს გვტოვებს. იმის დასანახვებლად, რომ ღმერთი ზრუნავს ადამიანებზე, იესომ ასეთი მაგალითი მოიყვანა: „როგორ ფიქრობთ, კაცს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად? . . . ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა“ (მათე 18:12—14).

ამ მაგალითიდან ჩანს, რომ თითოეული ადამიანი ძვირფასია ღვთისთვის. როგორ ეძებს ღმერთი გზააბნეულს? როგორც ამ სტატიის დასაწყისში ციტირებული მუხლიდან ვიგებთ, იეჰოვა თავისკენ იზიდავს გულწრფელ ადამიანებს.

ვინ ქადაგებს დღეს კარდაკარ თუ საზოგადოებრივ ადგილებში და ვინ უზიარებს ხალხს ბიბლიურ ცნობას ღვთის შესახებ?

ვნახოთ, როგორ აკეთებს ის ამას. ახ. წ. პირველ საუკუნეში ღმერთმა იესოს მოწაფე ფილიპე ეთიოპ საჭურისთან გაგზავნა, რათა განემარტა ბიბლიური წინასწარმეტყველების მნიშვნელობა, რომელსაც ის კითხულობდა (საქმეები 8:26—39). მოგვიანებით ღვთის მითითებით პეტრე მოციქულმა რომაელ ასისთავ კორნელიუსს უქადაგა, რომელიც ლოცულობდა და ცდილობდა, ჭეშმარიტი ღვთისთვის ეცა თაყვანი (საქმეები 10:1—48). გარდა ამისა, ღმერთმა პავლე მოციქულსა და მის თანამსახურებსაც უხელმძღვანელა, რომ ქალაქ ფილიპეს „კარიბჭის გარეთ [გასულიყვნენ], მდინარის პირას. იქ ისინი შეხვდნენ „ღვთის თაყვანისმცემელ ქალს“, ლიდიას, რომელსაც „იეჰოვამ გული გაუხსნა, რომ ყურადღებით მოესმინა“ მათთვის (საქმეები 16:9—15).

ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან ჩანს, რომ ვინც ღმერთს ეძებდა, იპოვა; იეჰოვამ მისცა მათ იმის საშუალება, რომ გასცნობოდნენ მას. ვინ ქადაგებს დღეს კარდაკარ თუ საზოგადოებრივ ადგილებში და ვინ უზიარებს ხალხს ბიბლიურ ცნობას ღვთის შესახებ? ბევრი ალბათ იტყოდა: იეჰოვას მოწმეები. ჰკითხეთ საკუთარ თავს: იქნებ მათ იყენებს ღმერთი ჩემთან დასაახლოებლად? სთხოვეთ ღმერთს ლოცვაში, რომ თავისკენ მიგიზიდოთ და დაგიახლოვოთ. *

^ აბზ. 8 დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ ვებ-გვერდზე www.jw.org.

გაიგეთ მეტი

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?

როგორ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება?

გაიგე ისმენს თუ არა ღმერთი ყველა ლოცვას, როგორ უნდა ვილოცოთ და კიდევ რა არის საჭირო, რომ დავუახლოვდეთ ღმერთს.