წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი აგვისტო 2014

 მკითხველები გვეკითხებიან

ვინ შექმნა ღმერთი?

ვინ შექმნა ღმერთი?

წარმოიდგინეთ მამა, რომელიც თავის შვიდი წლის ბიჭს ესაუბრება. ის ბავშვს ეუბნება: „ძალიან დიდი ხნის წინათ ღმერთმა შექმნა დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა. მან შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები“. ბიჭი რამდენიმე წუთი ჩაფიქრდება, მერე კი მამას მიუბრუნდება და ეკითხება: „მამიკო, ღმერთი ვიღამ შექმნა?“

„ღმერთი არავის შეუქმნია“, — პასუხობს მამა. „ის ყოველთვის არსებობდა“. ეს მარტივი პასუხი დროებით აკმაყოფილებს ბავშვს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევს. მას ვერ გაუგია, როგორ შეიძლება ვიღაცას დასაბამი არ ჰქონდეს. ის ფიქრობს: სამყაროსაც ხომ აქვს დასაბამი? მაშ, ღმერთი საიდანღა გაჩნდა?

როგორ პასუხობს ბიბლია ამ კითხვას? ძირითადად ისე, როგორც მამამ უპასუხა თავის ბიჭს. მოსემ დაწერა: „იეჰოვა . . . სანამ მთები გაჩნდებოდნენ და სანამ დედამიწასა და ნაყოფიერ მიწას წარმოშობდი . . . მარადიულად შენა ხარ ღმერთი“ (ფსალმუნი 90:1, 2). ესაია წინასწარმეტყველიც მსგავს აზრს ამბობს: „ნუთუ არ იცი ან ნუთუ არ გსმენია?! მარადიული ღმერთია იეჰოვა — დედამიწის კიდეების შემოქმედი“ (ესაია 40:28).

მოციქულმა პავლემ ღმერთს „მარადიულობის მეფე“ უწოდა (1 ტიმოთე 1:17). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს (გამოცხადება 1:8). აქედან გამომდინარე, ყოვლისშემძლე ღმერთს გამორჩეულს სწორედ ის ხდის, რომ ის მარადარსებულია.

რატომ არის ჩვენთვის რთული ამის წარმოდგენა? იმის გამო, რომ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა; იეჰოვასგან განსხვავებით დროს სრულიად სხვა საზომით ვზომავთ. მარადიულობის ღმერთისთვის ათასი წელი ისეა, როგორც ერთი დღე (2 პეტრე 3:8). წარმოვიდგინოთ ასეთი მაგალითი: შეუძლია კუტკალიას, რომელიც სულ რაღაც 50 დღე ცოცხლობს, წარმოიდგინოს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც 70—80 წელს მოიცავს? ნამდვილად არა. ბიბლია გვიხსნის, რომ შემოქმედთან შედარებით კუტკალიებს ვგავართ. ჩვენი აზროვნების უნარიც მასთან შედარებით ძალიან შეზღუდულია (ესაია 40:22; 55:8, 9). ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვას ბუნებას ადამიანი ბოლომდე ვერ წვდება.

მართალია, ჩვენთვის შეიძლება რთულია, ჩავწვდეთ ცნებას ღვთის მარადიულობის შესახებ, მაგრამ იმის დანახვა ნამდვილად შეგვიძლია, რომ ეს აზრი ლოგიკურია. თუ ღმერთი ვიღაცამ შექმნა, მაშინ შემოქმედი ის უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ბიბლია ცალსახად ამბობს იეჰოვაზე: „ყველაფერი შენ შექმენი“ (გამოცხადება 4:11). გარდა ამისა, ისიც ვიცით, რომ ოდესღაც სამყარო არ არსებობდა (დაბადება 1:1, 2). საიდან გაჩნდა სამყარო? ჯერ სამყაროს შემოქმედი უნდა ყოფილიყო და მერე სამყარო გაჩენილიყო. შემოქმედი მანამ არსებობდა, სანამ რომელიმე გონიერი ქმნილება გაჩნდებოდა, მაგალითად მისი მხოლოდშობილი ძე და სხვა ანგელოზები (იობი 38:4, 7; კოლოსელები 1:15). აშკარაა, რომ ღმერთი ყველაზე და ყველაფერზე უწინარეს იყო. ის არავის შეუქმნია, არავინ და არაფერი არსებობდა, რომ ღმერთი შეექმნა.

თავად ჩვენი და მთელი სამყაროს არსებობა მოწმობს, რომ ღმერთი მარადარსებულია. წესით, მარადიულად უნდა არსებობდეს ის, ვინც მოქმედებაში მოიყვანა ჩვენი უზარმაზარი სამყარო და ვინც, მის სამართავად კანონები დაადგინა. მხოლოდ ამის შემდეგ მისცა ღმერთმა სიცოცხლე ყველაფერს დედამიწაზე (იობი 33:4).

გაიგეთ მეტი

ჭეშმარიტება ღვთის შესახებ

შენი აზრით, პირადად შენზე ზრუნავს ღმერთი? გაეცანი მის პიროვნებას და გაიგე, როგორ შეგიძლია დაუახლოვდე მას.

„იეჰოვა... დიდძალოვანია“

შიშს ხომ არ უნდა გვგვრიდეს ღვთის ძლიერება? ამ კითხვას ორი პასუხი აქვს: „დიახ“ და „არა“.