წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი ივნისი 2014

 მთავარი თემა | რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს მოწევაზე?

გლობალური ეპიდემია

გლობალური ეპიდემია

თამბაქო უმოწყალო მკვლელია.

  • გასულ საუკუნეში მან 100 000 000 ადამიანი შეიწირა.

  • წელიწადში ის დაახლოებით 6 000 000 ადამიანს კლავს.

  • ყოველ ექვს წამში მოწევისგან საშუალოდ, ერთი ადამიანი კვდება.

არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს იმისა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ექსპერტების შეფასებით, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, 2030 წლისთვის თამბაქოს წევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი წელიწადში 8 000 000 გადააჭარბებს. მათივე ვარაუდით, 21 საუკუნის ბოლოსთვის თამბაქოს ერთი მილიარდი ადამიანი შეეწირება.

თამბაქოს მსხვერპლნი მხოლოდ მწეველები არ არიან. მათ შორის არიან მწეველთა ოჯახის წევრები, რომლებიც განიცდიან მათი დაღუპვით გამოწვეულ ემოციურ ტკივილსა და ფინანსურ ზარალს; აგრეთვე 600 000 პასიური მწეველი, რომელიც ყოველწლიურად იღუპება მეორადი კვამლის ჩასუნთქვის შედეგად. საერთო ჯამში, ყველა ზარალდება — გვიუარესდება ჯანმრთელობა, რაც, თავის მხრივ, დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ეპიდემიების შემოტევისას ექიმები გაფაციცებით იწყებენ განკურნების გზების ძიებას, მაგრამ მათგან განსხვავებით თამბაქოს სენი განკურნებადია და მისგან თავის დახსნის გზებიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მარგარეტ ჩანი აღნიშნავს: „თამბაქოს ეპიდემია ხელოვნურად არის შექმნილი და მისი დაძლევა შესაძლებელია მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით“.

უპრეცედენტო საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა თამბაქოს ეპიდემიასთან ბრძოლის იდეას. მაგალითად, 2012 წლის აგვისტოში დაახლოებით 175 ქვეყანა შეთანხმდა იმაზე, რომ გარკვეულ ზომებს მიიღებდა თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის თაობაზე. * მაგრამ, ორი სერიოზული მიზეზის გამო პანდემია არა და არ ცხრება. ეს არის რეკლამა და თამბაქოზე დამოკიდებულება. ყოველწლიურად თამბაქოს მწარმოებლები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ რეკლამებზე ახალი მომხმარებლის მოსაზიდად, განსაკუთრებით მათი სამიზნეები განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები არიან. თამბაქოზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ერთ მილიარდ მწეველს შორის კიდევ უფრო გაიზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. თუ მომხმარებლები თავს არ დაანებებენ მოწევას, 40 წელიწადში დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.

რეკლამების გავლენისა და თამბაქოზე დამოკიდებულების გამო ბევრი დაემონა თამბაქოს; სურვილის მიუხედავად, უჭირთ მისგან თავის დაღწევა. მსგავს მდგომარეობაში იყო ნაოკო, რომელმაც მოზარდობის ასაკში დაიწყო მოწევა. იმის მიბაძვა, თუ როგორ იყო მედიაში მოწევა წარმოდგენილი, მას თავს თანამედროვე ქალად აგრძნობინებდა. მისი მშობლები ფილტვის კიბოთი დაიღუპნენ, მაგრამ მას მოწევა არ მიუტოვებია. ის მაშინაც ეწეოდა, როცა ორ ქალიშვილს ზრდიდა. „ვშიშობდი, რომ მეც ფილტვების კიბო გამიჩნდებოდა, შვილების ჯანმრთელობაც მაღელვებდა, მაგრამ მოწევას თავს მაინც ვერ ვანებებდი. მეგონა, თამბაქოს ვერასოდეს გადავეჩვეოდი“, — ამბობს ის.

მაგრამ, ნაოკომ დაძლია ეს მავნე ჩვევა. ამის სტიმული მას მისცა სიბრძნის წყარომ, რომელიც მილიონებს ეხმარება უარი თქვან მოწევაზე. რა არის ეს სიბრძნის წყარო? ამას მომდევნო სტატიიდან გაიგებთ.

^ აბზ. 11 ამაში შედის საზოგადოების ინფორმირება თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, თამბაქოს ინდუსტრიისთვის შეზღუდვების დაწესება, თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების გაზრდა და სპეციალური პროგრამების მეშვეობით დახმარების აღმოჩენა მათთვის, ვისაც სურს მოწევისთვის თავის დანებება.