წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მაისი 2014

 მთავარი თემა | შეუძლია ვინმეს მომავლის განჭვრეტა?

ცოტა სრულდება, ბევრი ცრუვდება

ცოტა სრულდება, ბევრი ცრუვდება

გსურთ, იცოდეთ, რა გელით მომავალში? ეს ყველას გვაინტერესებს. მომავალს ბევრი წინასწარმეტყველებს, მაგრამ ცოტა სრულდება, ბევრი — არა.

  • მეცნიერები დიდძალ თანხებს ხარჯავენ, რომ რთული მოწყობილობების მეშვეობით წინასწარ განსაზღვრონ ბევრი რამ, მაგალითად: იწვიმებს თუ არა ხვალ ან საბოლოოდ რა გავლენას მოახდენს გარემოს დაბინძურება დედამიწაზე.

  • ანალიტიკოსები ანალიზს უკეთებენ ბიზნეს და პოლიტიკურ პროცესებს. უორენ ბაფეტს, ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს მსოფლიოში, წარმატებით განხორციელებული ინვესტიციების გამო „ორაკული“ შეარქვეს. ანალიტიკოს ნეიტ სილვერს სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ძალუძს განსაზღვროს თითქმის ყველაფერი — შეერთებული შტატების პოლიტიკით დაწყებული ჰოლივუდის დაჯილდოებებით დამთავრებული.

  • ძველ წყაროებს ხშირად წინასწარმეტყველურად მიიჩნევენ. ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენს დროში სრულდება მე-16 საუკუნეში მცხოვრები მიშელ დე ნოტრდამის (ნოსტრადამუსი) ბუნდოვანი წინასწარმეტყველებები. 2012 წლის 21 დეკემბერს მაიას კალენდრის დასრულებას ზოგი დედამიწაზე დიდი კატაკლიზმების დაწყებას უკავშირებდა.

  • რელიგიური ლიდერები ზოგჯერ წინასწარმეტყველებენ ტრაგიკულ მოვლენებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ და მეტი მიმდევარი გაიჩინონ. ჰაროლდ კემპინგი და მისი მიმდევრები ფართოდ აუწყებდნენ განკითხვის დღის შესახებ და ამბობდნენ, რომ დედამიწა 2011  წელს განადგურდებოდა. მაგრამ, როგორც ვხედავთ, მსგავსი არაფერი მომხდარა.

  • ნათელმხილველები ამტკიცებენ, რომ წინასწარმეტყველების განსაკუთრებულ უნარს ფლობენ. ედგარ კეისმა და ჯეინ დიქსონმა ზუსტად იწინასწარმეტყველეს მე-20 საუკუნეში მომხდარი ზოგიერთი მოვლენა. მაგრამ ბევრი მათი პროგნოზი არ გამართლდა. მაგალითად: დიქსონი ირწმუნებოდა, რომ 1958 წელს მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა, კეისი კი ამბობდა, რომ ქალაქი ნიუ-იორკი 1970-იან წლებში ოკეანეში ჩაიძირებოდა.

სინამდვილეში არსებობს რაიმე სანდო წყარო მომავლის გასაგებად? ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. მომავლის დანახვა რომ შეგვძლებოდა, ალბათ, ცხოვრებას სხვანაირად წარვმართავდით.