არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  აპრილი 2014

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რას გააკეთებს იესო ახლო მომავალში?

ახ. წ 33 წელს იესო მოკლეს, მაგრამ ის მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა. მოგვიანებით მას მიეცა ძალაუფლება და მეფე გახდა (დანიელი 7:13, 14). მალე ზეცაში გამეფებული იესო დედამიწაზე მშვიდობას დაამყარებს და სიღარიბეს აღმოფხვრის (წაიკითხეთ ფსალმუნის 72:7, 8, 13).

იესო, როგორც ზეციერი მეფე, დედამიწას უსამართლობისგან გაწმენდს

იესო, კაცობრიობის მეფე, საოცარ საქმეებს მოიმოქმედებს. ის მამისგან მიღებულ ძალაუფლებას ადამიანების გასასრულყოფილებლად გამოიყენებს. ისინი გაიხარებენ დედამიწაზე ცხოვრებით და აღარასოდეს დაბერდებიან და მოკვდებიან (წაიკითხეთ იოანეს 5:26—29; 1 კორინთელების 15:25, 26).

რას აკეთებს იესო დღეს?

დღეს იესო ხელმძღვანელობს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას, რომელსაც მისი ჭეშმარიტი მიმდევრები ეწევიან. ისინი ადამიანებთან მიდიან და ბიბლიიდან უხსნიან იმას, რასაც ღვთის სამეფო მათ საკეთილდღეოდ გააკეთებს. იესომ თქვა, რომ თავისი მოწაფეების საქმიანობას მანამ დაუჭერდა მხარს, სანამ ღვთის სამეფო ბოლოს არ მოუღებდა დედამიწაზე არსებულ მმართველობებს (წაიკითხეთ მათეს 24:14; 28:19, 20).

ქრისტიანული კრების მეშვეობით იესო ადამიანებს ცხოვრების უკეთეს გზას ასწავლის. ის თავის მიმდევრებს უხელმძღვანელებს ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე და ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში შეიყვანს (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:7, 13; გამოცხადების 7:17).