წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი მარტი 2014

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რას ნიშნავს იესოს სიკვდილი ჩვენთვის?

ღმერთმა ადამიანები იმისთვის შექმნა, რომ დედამიწაზე მარადიულად ეცხოვრათ. ისინი ავად არ უნდა გამხდარიყვნენ და არ უნდა მომკვდარიყვნენ. მაგრამ პირველი ადამიანი, ადამი, არ დაემორჩილა შემოქმედს და დაკარგა მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა. ამგვარად ჩვენ, ადამის შთამომავლებს, მისგან მემკვიდრეობად გვერგო სიკვდილი (რომაელები 5:8, 12; 6:23). მაგრამ ჭეშმარიტმა ღმერთმა, იეჰოვამ, დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ძე, იესო, რათა ჩვენთვის მომკვდარიყო და დაებრუნებინა ის, რაც ადამმა დაკარგა (წაიკითხეთ იოანეს 3:16).

იესოს სიკვდილი ადამიანებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს. როგორ წარმოგიდგენიათ მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე?

იესოს სიკვდილი ცოდვების მიტევებისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს. ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა სასიამოვნო იქნება ცხოვრება დედამიწაზე, როცა აღარ იქნება სიბერე, ავადმყოფობა და სიკვდილი (წაიკითხეთ ესაიას 25:8; 33:24; გამოცხადების 21:4, 5).

როგორ უნდა გვახსოვდეს იესოს სიკვდილის დღე?

სიკვდილის წინა საღამოს იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ ხსომებოდათ მისი სიკვდილი და აღენიშნათ ის. ყოველწლიურად იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ იმ უდიდეს სიყვარულზე, რომელიც იესომ და იეჰოვამ გამოავლინეს ადამიანების მიმართ (წაიკითხეთ ლუკას 22:19, 20; 1 იოანეს 4:9, 10).

წელს იესოს სიკვდილის გახსენების საღამო აღინიშნება ორშაბათს, 14 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. გულთბილად გიწვევთ, დაესწროთ ამ შეხვედრას ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებთან ერთად (წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12).

გაიგეთ მეტი

იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო

ყოველ წელს მილიონები იკრიბებიან ერთად, რათა იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღნიშნონ. თქვენც შეგიძლიათ დაესწროთ ამ საღამოს და გაიგოთ, რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი პირადად თქვენთვის.

ვინ არის იესო ქრისტე?

გაიგეთ, რა განსაკუთრებული როლი დააკისრა ღმერთმა იესოს, სად იყო დედამიწაზე მოსვლამდე და რატომ ეწოდება მას ღვთის მხოლოდშობილი ძე.

გამოსასყიდი ღვთის უძვირფასესი საჩუქარი

რა არის გამოსასყიდი? როგორ ემსახურება ის შენს კეთილდღეობას?