წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2014

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

ნამდვილად ღვთის სიტყვაა ბიბლია?

ალბათ მოელით, რომ ღვთის სიტყვა უნდა იყოს შეუდარებელი, და ბიბლია მართლაც ასეთი წიგნია. ბიბლიის მილიარდობით ეგზემპლარია დაბეჭდილი ასობით ენაზე. ბიბლიურ სიბრძნეს შეუძლია ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:13; 2 ტიმოთეს 3:16).

ჩვენ გვჯერა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, რადგან ის მომავალს ზუსტად წინასწარმეტყველებს, რაც ადამიანის ძალებს აღემატება. მაგალითად, განვიხილოთ „ესაიას“ წიგნი. მისი ასლი, რომელიც იესოს დაბადებამდე ერთი საუკუნით ადრე შეიქმნა, მკვდარი ზღვის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში აღმოაჩინეს. მასში ნათქვამი იყო, რომ ქალაქი ბაბილონი არასდროს დასახლდებოდა. ეს სიტყვები იესოს დედამიწაზე მსახურებიდან მრავალი წლის შემდეგ შესრულდა (წაიკითხეთ ესაიას 13:19, 20; 2 პეტრეს 1:20, 21).

როგორ დაიწერა ბიბლია?

ბიბლია დაახლოებით 1 600 წლის განმავლობაში იწერებოდა. მას დაახლოებით ორმოცი ადამიანი წერდა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთ თემას ავითარებდნენ. როგორ იყო ეს შესაძლებელი? მათ ღმერთი ხელმძღვანელობდა (წაიკითხეთ 2 სამუელის 23:2).

ზოგჯერ ღმერთი ბიბლიის დამწერებს ანგელოზების, ხილვებისა და სიზმრების მეშვეობით ელაპარაკებოდა. თუმცა ძირითადად, თავის აზრებს გონებაში უდებდა და ნებას რთავდა, საჭირო სიტყვები ღვთის ცნობის გადასაცემად თავად შეერჩიათ (წაიკითხეთ გამოცხადების 1:1; 21:3—5).

გაიგეთ მეტი

ბიბლია წიგნი ღვთისგან

როგორ დაგეხმარება ბიბლია პრობლემებთან გამკლავებაში? რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიაში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს?