წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი თებერვალი 2014

 მთავარი თემა | ომი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ნამდვილი დამნაშავე, რომელიც ომისა და ­ტანჯვის უკან დგას

ნამდვილი დამნაშავე, რომელიც ომისა და ­ტანჯვის უკან დგას

1918 წლის 11 ნოემბერს პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. ხალხმა მიატოვა საქმე და ქუჩაში გამოვიდა. ყველა ცეკვავდა და მხიარულობდა. მაგრამ მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე მათ ახალი უბედურება დაატყდათ თავს, უფრო მომაკვდინებელი, ვიდრე ტყვიამფრქვევები.

ეს სასიკვდილო ეპიდემია, რომელიც „ესპანური გრიპის“ სახელითაა ცნობილი, 1918 წლის ივნისში საფრანგეთში ბრძოლის ველზე გაჩნდა. ძალიან მალე ცხადი გახდა, თუ რამდენად მომაკვდინებელი იქნებოდა ეს ვირუსი. მაგალითად, რამდენიმე თვეში, მან უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი შეიწირა საფრანგეთში, ვიდრე ტყვიამ ომში. ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ეს დაავადება თან ჩაიტანეს და ამგვარად, ის სწრაფად მოედო მთელ მსოფლიოს.

ომმა შიმშილი და ეკონომიკური გაჭირვებაც მოიტანა. 1918 წელს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ევროპის დიდი ნაწილი შიმშილმა მოიცვა. 1923 წლისთვის გერმანული ვალუტა საერთოდ გაუფასურდა. 6 წელიწადში მთელი მსოფლიოს ეკონომიკა მოიშალა. ბოლოს კი, 1939 წელს მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდა, რომელიც გარკვეული სახით პირველი მსოფლიო ომის გაგრძელებას წარმოადგენდა. რა ძალა იდგა ამ უპრეცედენტო კატასტროფების მიღმა?

ბოლო დღეების ნიშანი

ბიბლიური წინასწარმეტყველება გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რა დგას გარკვეული ისტორიული მოვლენების მიღმა. ამის თქმა განსაკუთრებით პირველ მსოფლიო ომზე შეიძლება. იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა დრო, როდესაც „ერი ერის წინააღმდეგ“  აღსდგებოდა და შიმშილი და ეპიდემიები მთელ დედამიწას წალეკავდა (მათე 24:3, 7; ლუკა 21:10, 11). მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ასეთი უბედურებები იქნებოდა ბოლო დღეების ნიშანი. ამ საკითხს უფრო ნათელს ჰფენს გამოცხადების წიგნი, რომელიც დედამიწაზე არსებულ უბედურებებს ზეცაში მომხდარ ომთან აკავშირებს (იხილეთ ჩარჩო  „ომი დედამიწაზე და ომი ზეცაში“).

ბიბლიის იგივე წიგნი აღწერს ოთხ მხედარს, რომელსაც ზოგჯერ აპოკალიფსის ოთხ მხედარს უწოდებენ. ოთხიდან სამი მხედარი განასახიერებს იმ ზოგ უბედურებას, რაც მანამდე იესომ იწინასწარმეტყველა — ომს, შიმშილსა და ეპიდემიებს (იხილეთ ჩარჩო  „ნამდვილად გამოჩნდა ასპარეზზე ოთხი მხედარი?“). აშკარაა, რომ პირველი მსოფლიო ომით დაიწყო უბედურებების ის დრო, რომელიც დღემდე გრძელდება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ ყველაფრის უკან სატანა დგას (1 იოანე 5:19). წაერთმევა მას ოდესმე ძალაუფლება?

გამოცხადების წიგნი აგრეთვე გვარწმუნებს, რომ სატანას „დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). ამიტომაც არის ის დიდად განრისხებული და ენით აუწერელ უბედურებებს ახდენს დედამიწაზე. თუმცა ეს ყველაფერი იმაზეც მიანიშნებს, რომ სატანის დრო იწურება.

 ის დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს

პირველი მსოფლიო ომი გარდამტეხი მოვლენა იყო ისტორიაში. მან დასაბამი მისცა ტოტალურ ომებსა და რევოლუციებს. ამ ომმა ხალხს პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობა დაუკარგა. ეს ომი აგრეთვე იმის აშკარა მტკიცებაა, რომ სატანა ზეციდან დედამიწაზეა გადმოგდებული (გამოცხადება 12:9). ქვეყნიერების ეს უხილავი მმართველი სასტიკი დიქტატორივით მოქმედებდა, რომელმაც იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. როდესაც მისი მმართველობა დასრულდება, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება ყველა ის უბედურება, რაც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია.

ბიბლიური წინასწარმეტყველება იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვენდოთ იესო ქრისტეს, ჩვენს ზეციერ მეფეს, რომელიც მალე „დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს“ (1 იოანე 3:8). მილიონები უკვე ლოცულობენ ღვთის სამეფოს მოსვლაზე. თქვენც ლოცულობთ? ამ სამეფოს მეშვეობით ერთგული ადამიანები იხილავენ ღვთის ნების შესრულებას დედამიწაზე (მათე 6:9, 10). ღვთის სამეფოს მმართველობისას არანაირი ომი აღარ იქნება! (ფსალმუნი 46:9). გაიგეთ მეტი ამ სამეფოს შესახებ და იხილავთ დროს, როდესაც მთელ დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება (ესაია 9:6, 7).

^ აბზ. 20 იხილეთ მე-8 თავი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

გაიგეთ მეტი

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

დაფიქრდით: ადამიანთა საქციელი და აზროვნება ნამდვილად ამტკიცებს, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ.