არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი  |  იანვარი 2014

 მთავარი თემა | სიკვდილით მთავრდება ყველაფერი?

სიკვდილის ნესტარი

სიკვდილის ნესტარი

სიკვდილზე საუბარი იმდენად არასასიამოვნოა, რომ ბევრი თავს არიდებს ამ თემაზე ლაპარაკს. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს სიკვდილით გამოწვეული ტკივილის განცდა. სიკვდილის ნესტარი ძალიან მწარე და მტკივნეულია.

ადამიანს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ შეიძლება სიკვდილმა წაართვას მშობელი, მეუღლე ან შვილი. ტრაგედია შეიძლება მოულოდნელად ან გარკვეული ხნის შემდეგ დატრიალდეს. რაც არ უნდა იყოს, სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს ვერსად გავექცევით და ეს ტკივილი შეიძლება გამანადგურებელიც კი აღმოჩნდეს.

ანტონიო, რომელსაც მამა ავტოკატასტროფაში დაეღუპა, ამბობს: „თითქოს ვიღაცამ შენი სახლის კარი ჩაკეტა და გასაღები წაიღო. სახლში ვეღარ შედიხარ, თუნდაც ერთი წუთით. მხოლოდ მოგონებებიღა შემოგრჩა. ეს ახალი რეალობაა. ცდილობ, უარყო ეს რეალობა, რადგან ფიქრობ, რომ უსამართლობაა. მაგრამ სამწუხაროდ, სხვა გზა არა გაქვს“.

დოროთის, რომელიც 47 წლის ასაკში დაქვრივდა, სიკვდილთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაუჩნდა. ის საკვირაო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და ბავშვებს ასწავლიდა, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდებოდა, მაგრამ სინამდვილეში არ იცოდა, რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ. ის ანგლიკანური ეკლესიის წევრი იყო. ერთხელ თავისივე ეკლესიის მსახურს ჰკითხა: „ძალიან მაინტერესებს, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. თქვენ ხომ არ იცით პასუხი?“. „ეს არავინ იცის, — უპასუხა ეკლესიის მსახურმა. — ამას დრო გვიჩვენებს“.

მართლა დროის იმედზე უნდა ვიყოთ? შეუძლებელია იმის გაგება, მთავრდება თუ არა სიკვდილით ყველაფერი?